საავიაციო უნივერსიტეტი პროფესიულ პროგრამებზე მიღებას აცხადებს – პროგრამების სია და პროცედურები
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.
გთავაზობთ პროგრამების ჩამონათვალს:
- „საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია (CPL-H)“ (შვეულმფრენის კომერციული პილოტი);
- „საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება (B1.1 & B2)”.
✈️პროგრამის კურსდამთავრებულები დაეუფლებიან EASA-ს (ევროპის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტოს) სტანდარტების ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რაც მათ გახდის კონკურენტუნარიანს საერთაშორისო ასპარეზზე.
პროგრამაზე ჩარიცხვისათვის საჭიროა:
- სრული ზოგადი განათლების (12 კლასის) ატესტატი (დედანი);
- ინგლისური ენის B2 დონის სერთიფიკატი (სერთიფიკატის არ არსებობის შემთხვევაში უნივერსიტეტი ადგილზე ჩაგიტარებთ ინგლისური ენის გამოცდას);
- სამედიცინო ცნობა (ტექნიკოსებისათვის – „ფორმა №IV -100/ა“ ; პილოტებისათვის – „პირველი კლასის საავიაციო სამედიცინო სერტიფიკატი“);
- პირადობის მოწმობის ასლი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისათვის);
- განცხადება უნივერსიტეტის სახელზე (განცხადების ფორმა გაიცემა ადგილზე).
არასრულწლოვანთათვის დამატებით საჭიროა:
- დაბადების მოწმობის ასლი;
- მშობლების პირადობის მოწმობის ასლები.
საბუთების მიღება იწარმოებს 2018 წლის 26 იანვრმდე, ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.
მისამართი: ქეთევან დედოფლის გამზირი №16, I სასწავლო კორპუსი, ოთახი 605.
საკონტაქტო ტელეფონი: 274-61-55, 598-64-44-07, 595–77–83–35;
- პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია by პროფესიული განათლების ამბები
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსი – რა ვალდებულებები გექნებათ 2026 წლიდან by პროფესიული განათლების ამბები