საბაკალავრო საფეხურის 3-წლამდე და მაგისტრატურის საფეხურის 1-წლამდე შემცირება დადგენილია, თუმცა წელს არ ამოქმედდება
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე ამბობს, რომ მოკლე ციკლის პროგრამები, რაც საბაკალავრო საფეხურის 3-წლამდე და მაგისტრატურის საფეხურის 1-წლამდე შემცირებას ითვალისწინებს, კანონის საფუძველზე უკვე დადგენილია. თუმცა მისი ამოქმედება წელს არ მოხდება.
აღნიშნულ ცვლილებაზე საუბარი ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო.
“კანონის საფუძველზე ეს უკვე დადგენილია, თუმცა მოკლე ციკლის პროგრამების განხორციელება, მათ შორის პროფესიულის საფუძველზე, რომ ამოქმედდეს ასოცირებული ხარისხი ორწლიანი პროფესიული მიმართულებით, თუმცა ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა უცხოელ ექსპერტებთან, ხარისხის განვითარების ცენტრთან. მოგეხსენებათ, საქართველოს განათლების ხარისხის მიმართულება გადის საერთაშორისო შეფასებას, ველოდებით დასკვნას და, შესაბამისად, ამის შემდეგ დაიგეგმება უკვე პროცესები ჩვენს საგანმანათლებლო პროგრამებში შესატანი ცვლილებების შესახებ. წელს ეს არ ამოქმედდება და ამ ეტაპზე არც კონკრეტული ფაკულტეტები არ ვიცით, რომელსაც ეს შეეხება”, – განაცხადა ირინა აბულაძემ.
როგორც მან აღნიშნა, სულ მალე ძალაში შედის ახალი ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო, რომლის დამტკიცების შემდეგაც, ექსპერტებთან შეთანხმებით, შემუშავდება რეკომენდაციები, რომელი ფაკულტეტები დაექვემდებარება მოკლე ციკლის პროგრამით კვალიფიკაციების მიღებას.
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება