საბაუნის აფილირებული ასოცირებული პროფესორი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი, გიორგი მესხი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული გახდა.
აღნიშნული პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას, გააძლიეროს ერთობლივი საერთაშორისო კვლევითი პროექტების ინიცირება და ქართველი ახალგაზრდა მეცნიერების კარიერული განვითარება. კონკურსი მეცნიერებს შესაძლებლობას აძლევს, საფრანგეთის უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებში გაიარონ ერთთვიანი კვლევითი სტაჟირება, რომელიც დაფინანსებულია როგორც შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის, ასევე საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ.
გიორგი მესხის გამარჯვება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საბაუნის აკადემიური საზოგადოების მუდმივ პროგრესსა და საერთაშორისო ინტეგრაციისკენ მიმართულ სტრატეგიას.
უნივერსიტეტი ულოცავს მას ამ მნიშვნელოვან წარმატებას და დარწმუნებულია, რომ მიღებული გამოცდილება არა მხოლოდ გიორგის პროფესიულ განვითარებას, არამედ მთლიანად ქვეყნის სამეცნიერო გარემოსაც გაამდიდრებს.
-
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა ღონისძიებას – „გმირობა სქესს არ ეკითხება“ უმასპინძლა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
საბაუნის თეოლოგიის პროფესორი, Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში, პალაცკის უნივერსიტეტში იმყოფებოდა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსის პირველი, მეორე და მესამე წიგნების კანონპროექტი“ – საბაუნიში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი