საბაუნის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო ლექცია გაიმართა
29-30 ოქტომბერს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, თემაზე – EU Anti-Discrimination Law საჯარო ლექცია გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 30 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ლექციას პაზმანი პეტერის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი, თამაშ გიულავარი უძღვებოდა.
შეხვედრაზე განხილული იყო ევროკავშირის მიდგომები ანტიდისკრიმინაციული სამართლის სფეროში – როგორ ხდება დისკრიმინაციული პრაქტიკების თავიდან აცილება შრომით ურთიერთობებში და რა მექანიზმები უწყობს ხელს თანასწორობის დაცვას.
პროფესორის ვიზიტი Erasmus+ პერსონალის მობილობის ფარგლებში განხორციელდა.
-
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი მოსწავლეებისთვის სამეწარმეო იდეების კონკურსს აცხადებს
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„იურისტის როლი ბიზნესმოლაპარაკებებში, მედიაციაში, არბიტრაჟსა და სასამართლოში“ – საბაუნიში ახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი“ – საბაუნიში წიგნის წარდგენა გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი