საბაუნის სოციალურ-მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო ლექცია გაიმართა
28 ოქტომბერს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სოციალურ-მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, თემაზე – „1918 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და საომარი კამპანიები“ საჯარო ლექცია გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 3 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ლექციას მაზნიაშვილის ლეგიონის გამგეობის წევრი, მოხალისეთა მოძრაობის თანადამფუძნებელი საქართველოში, 1918-1921 წლების შეიარაღებული ძალების მკვლევარი და სამხედრო ანალიტიკოსი, პაატა გიგაური გაუძღვა.
ლექციაზე განხილული იყო დამოუკიდებლობის გამოცხადების წინაპირობები, საგარეო ვექტორები, სახელმწიფო მოწყობა და ტერიტორია, რეგულარული ჯარი და სამოხალისო სახალხო გვარდია, სიმეტრიული და ასიმეტრიული საფრთხეები და საომარი კამპანიები.
ლექციას მოდერაცია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ანა გოგილაშვილმა გაუწია.
-
ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საბაუნიში ფილმის ჩვენება გაიმართება
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
საბაუნიში, თემაზე „როგორ გამოვიყენოთ AI სწორად სწავლის პროცესში“, ტრენინგი გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
საბაუნის ინგლისური ენების ცენტრის ხელმძღვანელის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი