საბაუნიში, თემაზე „როგორ გამოვიყენოთ AI სწორად სწავლის პროცესში“, ტრენინგი გაიმართა
8 ნოემბერს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა მენეჯერის ორგანიზებით, თემაზე „როგორ გამოვიყენოთ AI სწორად სწავლის პროცესში“ ტრენინგი გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 11 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ტრენინგს საბაუნის ლექტორი და განათლების მეცნიერებების დოქტორანტი, ნინო ლაცაბიძე გაუძღვა.
შეხვედრაზე სტუდენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტის (AI) შესახებ, გაეცნენ მისი მოქმედების პრინციპებს და აქტიურად ჩაერთვნენ პრაქტიკულ სავარჯიშოებში, სადაც სხვადასხვა AI ინსტრუმენტის შესაძლებლობები თავად გამოსცადეს.
ტრენინგმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სტუდენტების ცოდნის გაღრმავებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის პრაქტიკული უნარების განვითარებას.
-
„ევროატლანტიკური ურთიერთობები და თანამედროვე გამოწვევები“ – საბაუნიში საჯარო ლექცია გაიმართება
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„ციფრული სახელმწიფოების განვითარება: ესტონეთის მოდელი და საქართველოს გზა“ – საბაუნიში საჯარო ლექცია გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
25 თებერვალს საბაუნიში სამეცნიერო კვლევითი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი