GE

საბუთები, რომლებიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრანტობის კანდიდატებმა უნდა წარადგინონ

2021-2022 სასწავლო წლისათვის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველმა მაგისტრანტობის კანდიდატებმა უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:

  1. განცხადება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებისა და მაგისტრატურაში მისაღებ საუნივერსიტეტო გამოცდებში მონაწილეობის მიღების სურვილის შესახებ (ივსება ადგილზე);
  2. პირადობის მოწმობის ასლი, მისივე დედნის წარდგენით;
  3. სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულ პირთათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მისივე დედნის წარდგენით;
  4. საქართველოში გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. მიმდინარე წლის კურსდამთავრებულები წარმოადგენენ ცნობას შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლის დასრულებისა და კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ. კონკურსის შემთხვევაში მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს დიპლომის დანართის ასლი ან ნიშნების ფურცელი;
  5. სამაგისტრო საგამოცდო ბარათი;
  6. ორი ფერადი ფოტოსურათი – 3X4;
  7. უცხოენოვან სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ პროგრამაზე სწავლების შესაბამისი ენის B2 დონის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი. კერძოდ: ბრიტანეთის საბჭოს სერტიფიკატი, გოეთეს ინსტიტუტის სერტიფიკატი, გერმანული ენის ავსტრიული დიპლომი, ალ. დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრის მიერ გაცემული ფრანგული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი – (DELF), (TCF), აწსუ ენათა კურსების სერტიფიკატი.
  8. მაგისტრატურაში მისაღებ საუნივერსიტეტო გამოცდაში მონაწილეობის საფასურის – 30 ლარის გადახდის ქვითარი; იმ შემთხვევაში თუ მაგისტრანტობის კანდიდატი გამოცდას აბარებს ორ საგანმანათლებლო პროგრამაზე – 50 ლარის გადახდის ქვითარი (საბანკო რეკვიზიტები: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა; მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში; ბანკის კოდი – TRESGE22; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 709057267).

საბუთების მიღება იწარმოებს 2021 წლის 8 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ სარეგისტრაციო კომისიაში. მისამართი: ქუთაისი, თამარ მეფის ქ. 59, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული (პირველი) კორპუსი, 10 საათიდან 17 საათამდე, ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა.

მისაღები საუნივერსიტეტო გამოცდები ჩატარდება 2021 წლის 25 და 26 სექტემბერს.
სააპელაციო განცხადებები მიიღება სარეგისტრაციო კომისიაში 2021 წლის 27 სექტემბერს.
სააპელაციო განცხადებების განხილვა გაიმართება 2021 წლის 28 სექტემბერს.
ხელშეკრულებებზე ხელის მოწერა იწარმოებს 29 და 30 სექტემბერს.

მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც დადგენილ ვადაში არ გააფორმებს ხელშეკრულებას უნივერსიტეტთან, მასზე ჩარიცხვის ბრძანება არ დაიშვება.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური