„საჩხერიდან დილით წამოვედით“ – თბილისის საგამოცდო ცენტრში ერთმა აბიტურიენტმა დაიგვიანა
დღეს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეხუთე სესიაზე, 133-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ერთმა აბიტურიენტმა 15 წუთით დაიგვიანა.
როგორც აბიტურიენტის მშობელმა EDU.ARIS.GE-სთან საუბარში თქვა, ისინი საჩხერიდან დილით წამოვიდნენ.
„დილას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, შემდეგ საჩხერიდან მაინც წამოვედით, – მოვაღწიეთ და პატრულმა გვითხრა, ქვემოდან ჩადიო, აქედან ვერ გაგიშვებთო. ვუთხარი, რომ ჩავიდეს მთავარია და მე ამოვიყვან მანქანას-მეთქი. არაო, ჩადით ქვემოდანო და იქ სანამ ჩავედით ჩიხებში, ისევ ზემოთ აღმოვჩნდით. მერე ფეხით მოვედით და მოვედით 10-ის 15 წუთზე“, – ასე განგვიმარტა დაგვიანებულის მშობელმა მიზეზი.
შეგახსენებთ, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის ერთიანი ეროვნული გამოცდა დღევანდელი სესიით სრულდება, 7 ივლისს კი აბიტურიენტების ნაწილი მათემატიკის გამოცდას ჩააბარებს.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადა დავით ოქროპირიძემ
-
რას წაადგება უნივერსიტეტში სწავლის ხანგრძლივობის შემცირება? – რეფორმის ავტორების ახსნა
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა – რა თანხები აქვს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
by ARIS.GE-განათლება
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება