GE

სად უნდა ვისწავლოთ უცხო ენები მინიმალურ დროში მაქსიმალური შედეგით?!

თანამედროვე სამყაროში წარმატების მიღწევა რომ უცხო ენების გარეშე  ჭირს, ახალი არ არის. თუმცა, თუკი თვლით, რომ ამისთვის ძვირადღირებული მასწავლებელი, დიდი დრო და ენერგია გჭირდებათ, გეტყვით, რომ ცდებით.

თანამედროვე სამყარო სიმარტივისკენ მიიწევს და ენების შესწავლის მეთოდებიც დროსთან ერთად მარტივდება.ამიტომ, თუკი მცირე ფინანსებით, მოკლე დროში გსურთ შედეგის დანახვა, ამავდროულად ენის შესწავლა ისეთი მაღალი სტანდარტების დაცვით,როგორიცევროკავშირის აქვს, მაშინ  აუცილებლად უნდა შეხვიდეთ lingwing.com-ზე, სადაც სურვილისამებრ შეგიძლიათ შეისწავლოთ:

ინგლისური

რუსული

ესპანური

იტალიური

ფრანგული

აქვე იმასაც გეტყვით, რომ lingving.com-ზე ყოველდღიურად დავალებების გარკვეული ოდენობა უფასოდ შეგიძლიათ შეასრულოთ, თუმცა თუ ენის შესწავლა რეალურად გსურთ,  ყოველგვარი შეზღუდვებისა და ლიმიტის გარეშე, მაშინ შეგიძლიათ, ერთთვიანი პაკეტი სულ რაღაც 29 ლარად შეიძინოთ. სამთვიანი პაკეტი, რომელიც  დამატებით საშუალებას გაძლევთ ერთი თვე მეგობარს აჩუქოთ 58 ლარი ღირს, ხოლო 6 თვიანი პაკეტით, რომლის ღირებულებაც 69 ლარია, საჩუქრად 2 თვის ულიმიტო პაკეტს გთავაზობთ, რომელის გაზიარებაც ასევე თქვენი მეგობრებისთვის შეგეძლებათ.

22278631_1848948228454376_288213031_nlingwing.com-ის საიტის დამაარსებელი ვატო ველიაშვილი:  “აღნიშნული ენების შემსწავლელი საიტი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მცირე დროში ერთნაირი სიძლიერით აითვისოს როგორ სალაპარაკო, ისე წერითი უნარ-ჩვევები.”

აღსანიშნავია, რომ lingwing.com ყველა ასაკის წარმოამდგენელზეა გათვლილი. ამას ისიც ადასტურებს, რომ საიტზე  ყველაზე პატარა მომხმარებელი, რომელიც ინგლისურ ენას სწავლობს 8 წლისაა, ყველაზე უფროსი კი – 59 წლის.

მნიშვნელოვანია, რომ საიტი 2017 წლის დასაწყისში ამუშავდა და უკვე ათასობით მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც როგორც  სწავლების მეთოდით, ისე თავიანთი შედეგით კმაყოფილები არიან.

lingwing.com-ს სხვა ენის შემსწავლელი საიტებისგან განსხვავებული სწავლების კონტენტი აქვს. როგორც  საიტის ხელმძღვანელი აღნიშნავს, მისი მიზანი და საიტის უპირატესობა ის არის, რომ ადამიანებს, რომლებსაც უცხო ენის სწავლა სურთ, მათთვის სასურველი ენა მაქსიმალურად  მოკლე ვადაში აითვისონ  და რეალური რეზულტატი დაინახონ.

ამისთვის კი lingwing.com-ზე დავალების 9 ტიპია მოცემული. რაც შეეხება სწავლის მეთოდს, საიტზე ერთნაირად პრიორიტეტულია, როგორც სასაუბრო, ისე გრამატიკული და წერითი უნარ-ჩვევების განვითარება, რომელთაგან კარნახი და თარგმანია ძირითადი.

„თარგმნის დროს თითო სიტყვა ხმოვანდება, ხოლო კარნახისას წინადადება, რომელიც შემდგომ უნდა დაწერო.  სწავლისას მუდმივად პროცესში ხარ ჩართული, ან ლაპარაკობ, ან წერ და პარალელურად უცხოელების მიერ გახმოვანებული ხმა გესმის, რაც ენის შესწავლისას მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს“, – ამბობსვატო ველიაშვილი.

lingwing.com  უზრუნველყოფს, რომ ერთხელ ნასწავლი მასალა მომხმარებლისთვის მარტივად დავიწყებდი არ იყოს, რისთვისაც კურსის განმავლობაში უკვე შესწავლილი საკითხის პერიოდული გადამეორება ხდება.

„თუ სხვა საიტზე მხოლოდ მაუსის დაკლიკვით და სურათების გადაადგილებით გადადიხარ დავალებიდან დავალებაზე, რა დროსაც პრაქტიკულად ბევრი არაფერი გამახსოვრდება, lingwing.com-ზე დავალებების გაკეთებისას იმდენად  აქტიურად ხარ ჩართული  სწავლის პროცესში, რომ გაცილებით კარგად იმახსოვრებ ნასწავლს. ამას ემატება დამახსოვრების ალგორითმი, რომელიც კურსის განმავლობაში თითოეულ დავალებას სხვადასხვა დროს  3-ჯერ გიმეორებს. ეს მეთოდი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ერთხელ ნასწავლი საკითხი საფუძვლიანად გაითავისოს და  დიდი ხნის განმავლობაში აღარ დაავიწყდეს“, – აღნიშნავს ვატო ველიაშვილი.

რაც შეეხება საიტის განვითარების საფეხურებსა და  სამომავლო გეგმებს, საიტის ხელმძღვანელი არ აპირებს იმით დაკმაყოფილდეს, რასაც დღეს სთავაზობს თავის მომხმარებელს.

„საიტზე იგეგმება გერმანულისა და ქართული ენების დამატება, სამომავლოდ კი ე.წ. ჩატბოტის გაკეთებაც, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს სოციალურ ქსელში შეეძლება გარკვეული დავალებების შესრულება. ასევე მომხმარებლისთვის საიტზე ჩატიც დაემატება“.

იმისთვის, რომ უცხო ენების შესწავლა უფრო სახალისო და აზარტული ყოფილიყო საიტზე შეჯიბრობითობის პრინციპი ამოქმედდა. რაც იმას გულისხმობს, რომ მომხარებელს საშუალება აქვს ხედავდეს ტოპ ოცეულს და დღის ლიდერს.  ხელმძღვანელის აზრით, ენის შესწავლის მსურველებშიეს გარკვეულ აზარტსა და შეჯიბრობითობას პრინცპის ქმნის, რაც თავისთავად მოტივაციაზეც აისახება.

ასე რომ, თუკი გადაწყვიტეთ, რომ უკვე დროა უცხო ენის სწავლას შეუდგეთ, ხოლო რეალური შედეგისა და რეზულტატის დანახვა მცირე დროში გსურთ, აუცილებლად უნდა სცადოთ lingwing.com-ზე სწავლა.

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური