საჯარო სკოლების კატეგორიზაცია და ბრენდირება განხორციელდება
ცვლილება იგეგმება ,,ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ რომელიც სკოლების კატეგორიზაციასა და ბრენდირებას გულისხმობს. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტია. კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშის განცხადებით, პირველ ეტაპზე იქმნება საკანონმდებლო ბაზა, ხოლო მოგვიანებთ მუხლობრივად მოხდება ყველა საკითხის განხილვა.
ერთის მხრივ, გათვალისწინებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭება, რომ დააფუძნოს სხვადასხვა ტიპის საჯარო სკოლა, რომლებიც „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისგან განსხვავებული ტიპის იქნება. მეორეს მხრივ კი დაიხვეწება სკოლების უკვე არსებული ბრენდირების პრინციპი, რაც თავის თავში გულისხმობს სკოლების ინდივიდუალური შეფასების სისტემას და ეფუძნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს.
,,ბრენდირების საკითხი უკვე არსებობდა ზოგადი ჩანაწერის სისტემაში თუმცა, ფუნქციური დატვირთვა არ მიუღია. სწორედ სხვადასხვა ტიპის სკოლების დაფუძნებით, ერთიანი შეფასების სისტემის დაფუძნებით, მოგვეცემა საშუალება, რომ ის ინოვაციები და წარმატებული გამოცდილება, რომელიც კონკრეტულ სკოლებში უკევ დანერგილია, იყოს აღიარებული და მიეცეთ სხვა სკოლებს აღნიშნული პრაქტიკის გაზიარების საშუალება და გაუჩნდეთ მოტივაცია ჯანსაღი კონკურენციის პირობებში,“-განაცხადა მარიამ ჯაშმა
განათლების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, შეფასებით კრიტერიუმებს ბრენდირებისა დ კატეგორიზაციის მინიჭების პროცესში განათლების სამინისტრო შეიმუშავებს. მთავარი კრიტერიუმები კი გამართული ინფრასტრუქტურა, მოსწავლეების მოსწრების დონე და სკოლის ჩართულობა იქნება.
„მეთოდოლოგიის შემუშავება მოხდება განათლების სამინისტროს მხრიდან. კრიტერიუმები დაეფუძნება როგორც მენეჯმენტის კუთხით პარამეტრებს, ასევე მოსწავლეების მოსწრების კუთხით პარამეტრებს. კრიტერიუმები მოიცავს ინფრასტრუქტურის, მოსწავლეთა ჩართულობის, პედაგოგიური და ადმინისტრაციული კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებს და პრაქტიკას. ეს მოგვცემს კონკრეტული სკოლების აღიარებას, როგორც განსაკუთრებული წარმატების მქონეს.
თავად მეთოდოლოგიის შემუშავება ძალიან ინტენსიურად მოხდება, კონსესუსის ფორმატში განხორციელდება და განათლების სამინისტროს ამ ეტაპზე ენიჭება უფლებამოსილება, რომ შექმნას შესაბამისი საფუძვლები, დიფერენცირებული მიდგომის თვალსაზრისით“,-განაცხადა მარიამ ჯაშმა.
EDU.ARIS.GE–ს კითხვას, შეიცავს თუარა რაიმე რისკს სკოლების კატეგიორებად დაყოფა მაგალითად ჩადგება თუარა რომელიმე სკოლა პრივილეგირებულთა რიგებში, მარიამ ჯაშმა ასე უპასუხა:
,,ამ შემთხვევაში უარყოფით რისკებს ვერ ვხედავთ. იმიტომ, რომ აბსოლუტურად ყველა სკოლა იქნება ჩაყენებული თანაბარ პირობებში. აქ უფრო მოტივაციის გაუმჯობესებისკენაა მიმართული ღონისძიებები. თუ რამე არსებობს, განსაკუთრებული ან კარგი პრაქტიკა სკოლების, მათი იდენტიფიკაციის საშუალება მოგვეცემა და სხვა სკოლებიც შეძლებენ ეფექტური მართვის თვალსაზრისით ახალი ელემენტები შემოიტანონ“,-განაცხადა მარიამ ჯაშმა
ბრენდირების პრინციპის განმარტება კანონის პროექტში:
„სკოლების ბრენდირებისას უმაღლესი შეფასება ენიჭება აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის მქონე სკოლას. კანონპროექტის შესაბამისად, სკოლების ბრენდირებისას უმაღლესი შეფასება მიენიჭება სკოლას, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს ან/და ახორციელებს აკრედიტებულ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას და აკმაყოფილებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს. აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ბრენდირების კრიტერიუმები უნდა იყოს მრავალფეროვანი და მიმართულ იქნეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ადამიანური თუ მატერიალური რესურსების გაძლიერებისა და ეფექტურობისაკენ“.
სხვადასხვა ტიპის სკოლების განმარტება კანონის პროექტში:
„ნოვაციას წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭება დააფუძნოს სხვადასხვა ტიპის საჯარო სკოლა, რომლებიც „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისგან განსხვავებული ტიპის იქნება. სკოლის ტიპებს შორის იქნება განსხვავება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსებაში, მართვაში, სტრუქტურულ ერთეულებში, სასკოლო სასწავლო გეგმაში, სახელმწიფო კონტროლში, ადამიანური რესურსებისადმი (მათ შორის დირექტორისადმი და მასწავლებლისადმი) წასაყენებელ მოთხოვნებში. შესაბამისად, სკოლის ტიპების ამგვარად დიფერენცირება განაპირობებს მათთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე ინდივიდუალურად მორგებული მართვის სისტემის არსებობის აუცილებლობას, რითაც უზრუნველყოფილი იქნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ეფექტურობა.
„ამ მიზნით, კანონპროექტის შესაბამისად, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება 311 მუხლი, რომლის თანახმადაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების, მართვის, სტრუქტურული ერთეულების, სასკოლო სასწავლო გეგმის, სახელმწიფო კონტროლის, ადამიანური რესურსებისადმი (მათ შორის დირექტორისადმი და მასწავლებლისადმი) წასაყენებელი მოთხოვნების გათვალისწინებით განსაზღვრავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ტიპებს.
განათლების სამინისტროს კერძო სკოლების დაფინანსების უფლებაც მიენიჭება
სკოლის დირექტორის თანამდებობაზე პირის დანიშვნის კუთხით შეზღუდვა დაწესდება
მოსწავლისა და მასწავლებლის დისციპლინური დევნის წესში ცვლილება შევა
თეონა გიორგაძე – ქუთაისი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება