GE

საჯარო სკოლებისათვის დამატებითი დაფინანსების მისაღებად საჭირო ინფორმაციის მიწოდების ვადები და წესი გამოქვეყნდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ხელმოწერით დამტკიცდა საჯარო სკოლის თითოეული მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს, წამყვანი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის ფუნქციური დანამატის ხარჯების და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანის დასაფინანსებლად საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიური დამატებითი დაფინანსების წესი.

ეს წესი აწესრიგებს საჯარო სკოლის თითოეული მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს, წამყვანი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის ფუნქციური დანამატის ხარჯების და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანის დასაფინანსებლად საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიური დამატებითი დაფინანსების წესს.

საჯარო სკოლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფა

1. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ბრძანებით დადგენილი „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ გათვალისწინებით, საჯარო სკოლებს ყოველთვიურად გამოეყოფა დამატებითი დაფინანსება თითოეული მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს ხარჯების დასაფინანსებლად. ასევე, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის ფუნქციური დანამატის ხარჯების დასაფინანსებლად.

2. საჯარო სკოლებს, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი დაფინანსების გარდა, ყოველთვიურად გამოეყოფა დამატებით დაფინანსება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპენსიო შენატანი, დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით და ასევე, საჯარო სკოლის მასწავლებლის ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და დროებითი შრომისუუნარობის გამო, დამატებითი ანაზღაურების სახით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული თანამდებობრივი სარგო და დანამატები.

საჯარო სკოლებისათვის დამატებითი დაფინანსების მისაღებად საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში წარსადგენი ინფორმაცია და ვადები

1. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მიერ საჯარო სკოლებისათვის ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დამატებითი დაფინანსების გამოყოფის მიზნით, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომ – მართვის სისტემა), შესაბამისი თვის (გარდა სექტემბრისა და იანვრის თვეებისა) 10 რიცხვის მდგომარეობით, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, შესაბამისი თვის 15 რიცხვამდე უზრუნველყოფს სამინისტროსათვის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის (eflow) საშუალებით შემდეგი ინფორმაციის მიწოდებას ორ დანართად:

ინფორმაციის ჩამონათვალი დეტალურად იხილეთ გიორგი ამილახვარის ბრძანებაში

გარდამავალი დებულების თანახმად, სკოლებმა, ივლისის თვისთვის გათვალისწინებული დამატებითი დაფინანსების გამოყოფის მიზნით, ამ კანონით განსაზღვრული საჭირო ინფორმაცია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უნდა მიაწოდოს არაუგვიანეს 2024 წლის 5 ივლისისა.

ასევე იხილეთ:

გამოქვეყნდა მასწავლებელთა ახალი სახელფასო ფორმულა – ბრძანება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური