საჯარო სკოლებში 8 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით საგაზაფხულო არდადეგებია
საქართველოს საჯარო სკოლებში 8 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით საგაზაფხულო არდადეგები იქნება. მოსწავლეები სკოლაში 8 მარტს უკვე აღარ წავლენ, სასწავლო პროცესს ისინი 15 მარტს, ოთხშაბათ დღეს დაუბრუნდებიან
სკოლაში საგაზაფხულო არდადეგების დაბრუნების შესახებ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმაცია EDU.ARIS.GE-მ 4 იანვარს გაავრცელა. სწორედ ამ დროს გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში 2017 წლის არდადეგების განსაზღვრის შესახებ მინისტრის ბრძანება.
როგორც EDU.ARIS.GE წერდა სწორედ ერთკვირიანი საგაზაფხულო არდადეგების დაბრუნებამ განაპირობა, რომ აღდგომის დღესასწაულზე საქართველოს საჯარო სკოლები გასული წლების მსგავსად აღარ დაისვენებენ და ტერმინი სააღდგომო არდადეგებიც აღარ იარსებებს.
“როგორც იცით, განხორციელდა ცვლილება და ვინაიდან საგაზაფხულო არდადეგებიც გვექნება აღდგომის დღესასწაულზე სკოლებიც ისევე დაისვენებენ, როგორც სხვა სამსახურები: წითელ პარასკევს – 14 აპრილს და ორშაბათს – 17 აპრილს. შაბათი და კვირა კი ყველასთვის დასვენების ღეა”, – განმარტეს სამინისტროში.
შესაბამისად, დიდი ხუთშაბათი წელს სკოლებისთვის დასვენების დღე უკვე აღარ იქნება.
გარდა ამისა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა რამდენიმე დღის წინ საგაზაფხულო არდადეგების ეტაპობრიობის საკითხზე ისაუბრა. კერძოდ, სკოლის საგაზაფხულო არდადეგები მომდევნო წელს შესაძლოა ქვეყნის რეგიონებში სხვადასხვა დროს, საკურორტო სეზონების გათალისწინებით გამოცხადდეს. ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ სკოლის დირექტორთა საბჭოს სხდომაზე ისაუბრა, რომელსაც EDU.ARIS.GEესწრებოდა.
„ჩვენ ინტენსიურად ვსაუბრობთ ეტაპობრივ არდადეგებზე და თქვენთან წინასწარ განვიხილავთ ამ საკითხს. ეს ნიშნავს რომ სხვადასხვა რეგიონს, სხვადასხვა სკოლებს სხვადასხვა დროს ჰქონდეთ ეს არდადეგები. იმისთვის, რომ სეზონზე გადაფარვა არ მოხდეს, მაგალითად მაღალი ფასების გამო, ზოგჯერ ვერ მიეკარები ბაკურიანს და გუდაურს. ბევრ ქვეყანაში არდადეგები ასეა. შეიძლება ასე იყოს, რომ მაგალითად კახეთს ერთ კვირაში ჰქონდეს არდადეგები, იმერეთს – მეორეში, სამეგრელოს -მესამეში და ა.შ. ამის მიზეზი ზუსტად ის არის, რომ ფაქტიურად ყველას ჰქონდეს საშუალება ამ პერიოდში დაისვენოს. ანუ ეს ინიციატივა კურორტების განვითარებისთვისაც კარგია და ჩვენთვის მთავარია, რომ კარგია ჩვენი მოსწავლეების ჯანმრთელობისთვისთვის“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
სააღდგომო არდადეგები აღარ იქნება – საჯარო სკოლები დღესასწაულზე ახალი პრინციპით დაისვენებენ
2017 წლისთვის სკოლის არდადეგებისა და სასწავლო წლის დაწყების განრიგი განისაზღვრა
-
კარდიოლოგიის რეზიდენტი: „ყურადღების მიღმა რჩება ის მიზეზები, რასაც ექთნების დეფიციტთან მივყავართ“
by განათლებული ბლოგი
-
მოსწავლის მიერ მუშაობის დაწყება სკოლის მიტოვების ერთ-ერთი მიზეზია – უახლესი სტატისტიკა და მიზეზების ჩამონათვალი
by ARIS.GE-განათლება
-
რომელია მართებული: „აღდგომის ბრწინვალე დღესასწაული“, თუ „შობის ბრწყინვალე დღესასწაული“? – სწორი ფორმის შესახებ
by ARIS.GE-განათლება