გამოქვეყნდა საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის ტესტირების შედეგები
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცნობით, დასრულდა საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის ტესტირების ეტაპის მონაწილეთა ნამუშევრების გასწორების პროცესი.
დირექტორობის კანდიდატებმა მათ მიერ შესრულებული ნამუშევრებისა და შედეგების სანახავად სისტემაში უნდა გაიარონ ავტორიზაცია.
რაც შეეხება გასაჩივრების პროცესს, საამისოდ კანდიდატებს დიდი დრო არ ექნებათ:
“დირექტორობის კანდიდატებს უფლება აქვთ ტესტირებასთან (ტესტირების შედეგებთან, ტესტურ დავალებათა სისწორესთან და პროცედურულ დარღვევასთან) დაკავშირებული პრეტენზიები წარადგინონ საგანმანათლებლო რესურსცენტრსა ან სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში 2024 წლის 15 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით, 9:00 საათიდან 18:00 საათამდე“, – ვკითხულობთ EMIS-ის ინფორმაციაში.
ტესტირების შედეგებთან და ტესტურ დავალებათა სისწორესთან დაკავშირებულ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს იმ ტესტური დავალების/დავალებების ნომერი/ნომრები, რომლის თაობაზეც წარდგენილია პრეტენზია.
პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებულ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს დარღვეული პროცედურის აღწერა.
“სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა პრეტენზიებს განიხილავს საპრეტენზიო განაცხადის მართვის სისტემაში შემოსვლიდან ერთი თვის ვადაში და შედეგებს აცნობებს დირექტორობის კანდიდატს. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის ნომერზე 2 200 220”, – აღნიშნულია გამათლებსი სამინისტრის სსიპ-ის განცხადებაში.
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება