GE

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირების შედეგები და გასაჩივრების ფორმა ცნობილია

დღეს, 6 მარტს, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესის პირველი ეტაპის – ტესტირების შედეგები გამოქვეყნდა.

როგორც ოფიციალურ ინფორმაციაშია განმარტებული, შედეგები დირექტორობის მსურველმა უნდა გადაამოწმოს საჯარო სკოლის დირექტორობის სერტიფიცირების ეტაპზე რეგისტრაციის დროს მინიჭებული უნიკალური კოდით. იმ შემთხვევაში, თუ დირექტორობის მსურველს არ ახსოვს უნიკალური კოდი, შეუძლია დარეკოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე 2 200 220 ან თავად გადაამოწმოს ის ქვემოთ მოცემული ღილაკით.

შედეგების ნახვა

უნიკალური კოდის გადამოწმება

ცნობისთვის, დირექტორობის მსურველს უფლება აქვს სერტიფიცირების ეტაპის ტესტირების შედეგებთან, ტესტურ დავალებათა სისწორესთან და პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებული პრეტენზიები წარადგინოს რესურსცენტრსა ან მართვის სისტემაში (მისამართი: ქ. თბილისი, გ. ფანჯიკიძის 1ა) ტესტირების შედეგების მართვის სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. საპრეტენზიო განაცხადი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით, გადაეცემა მართვის სისტემაში შექმნილ სააპელაციო კომისიას.

ტესტირების შედეგებთან და ტესტურ დავალებათა სისწორესთან დაკავშირებულ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს იმ ტესტური დავალების/დავალებების ნომერი/ნომრები, რომლის თაობაზეც წარდგენილია პრეტენზია. პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებულ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს დარღვეული პროცედურის აღწერა.

ტესტირების შედეგებთან, ტესტურ დავალებათა სისწორესა და პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური შეადგენს 50 ლარს, გადახდა შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში (იხ. რეკვიზიტები.)

სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (ს/კ 205300048)

მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი: TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 707677117

შენიშვნა: გადახდის დროს აუცილებლად მიუთითეთ კონკურსანტის გვარი, სახელი, პირადი ნომერი.

ამავე თემაზე:

„თუ სკოლის დირექტორი ვერ შეძლებს დამოუკიდებლობას, თანამდებობა უნდა დატოვოს“ – კანდიდატები ბათუმიდან

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური