საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, GRUNI-ს პროფესორების ახალი კვლევა გამოქვეყნდა
საერთაშორისო კონფერენციის – „მედია და განათლება“, ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორების – ელისო ჩაფიძისა და გოჩა ოჩიგავას ახალი კვლევა, სახელწოდებით „დასაქმება და დედობა საქართველოში: პრივილეგია თუ ტვირთი თვითრეალიზებული ქალებისათვის?“ გამოქვეყნდა.
უნივერსიტეტის მიერ 24 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სამეცნიერო სტატია მიმოიხილავს იმ ქალების დასაქმებასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებს, რომლებიც ჩართული არიან შვილების აღზრდის პროცესში, ატარებენ მარტოხელა დედის სტატუსს ან რეპროდუქციულ ასაკში იმყოფებიან.
კვლევის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იყო 100 დასაქმებული ქალის გამოკითხვა, რომელმაც დაადასტურა, რომ ქალები ხშირად უარს ამბობენ დასაქმებაზე მათი კონკრეტული სოციალური სტატუსისა და მასთან დაკავშირებული დამატებითი პასუხისმგებლობების გამო. დამსაქმებლები კი, თავის მხრივ, ერიდებიან ასეთი სტატუსის მატარებელი ქალებისათვის სამსახურის შეთავაზებას.
ავტორები მიიჩნევენ, რომ მედიამ და საგანმანათლებლო დაწესებულებებმაც მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ ამ პრობლემებს, ხშირად უნდა იმართებოდეს საჯარო დებატები ქალთა და ბავშვთა უფლებების შესწავლის კონტექტში.
საერთაშორისო კონფერენცია – „მედია და განათლება“ ყოველწლიურად იმართება და მისი ერთ-ერთი ორგანიზატორი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტია.
სტატია იხილეთ ბმულზე
-
20 მაისს GRUNI-ში სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართება
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს პორტუგალიელი პროფესორი სტუმრობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს პროფესორი ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი