GE

საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია ეროვნული თავდაცვის აკადემიაში

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 8 დეკემბერს საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია გაიმართა, რომლის მთავარ თემას ,, ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა და თანამედროვე კონფლიქტები ” წარმოადგენდა.

კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უფროსმა, პოლკოვნიკმა გიორგი ლაღიაშვილმა. აღსანიშნავია, რომ კონფერენცია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის GIPA-ს და ეროვნული თავდაცვის აკადემიის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.

ღონისძიება იმართებოდა ჰიბრიდულ რეჟიმში. მონაწილეობას იღებდნენ სტუდენტები ხუთი ქვეყნიდან: მოლდოვა, პოლონეთი, სომხეთი, ბულგარეთი და საქართველო. საკუთარ ნაშრომებზე მოხსენება გააკეთეს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის GIPA-ს სტუდენტებმა და აკადემიის ბაკალავრიატის იუნკერებმა.

დასასრულს, მონაწილეებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უფროსმა, პოლკოვნიკმა გიორგი ლაღიაშვილმა სერტიფიკატები გადასცა.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური