GE

საგამოცდო ცენტრი ამბროლაურშიც გაიხსნება – რა ეტაპზეა 2023 წლის გამოცდებისთვის მზადების პროცესი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიის ინფორმაციით, 2023 წლის გამოცდების სრულყოფილად ჩატარების მიზნით 24 საგამოცდო ცენტრი აღიჭურვება. როგორც დღეს, 12 ივნისს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, საგამოცდო ცენტრები გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.

გამოცდების ცენტრის ცნობით, წელს პირველად, საგამოცდო ცენტრი გაიხსნება ამბროლაურშიც – გამოცდების ჩასაბარებლად რაჭიდან სხვა რეგიონში წასვლა საჭირო აღარ იქნება, რაც აბიტურიენტებს როგორც დროის, ისე ფინანსური რესურსის დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს.

საგამოცდო ცენტრების რაოდენობის გათვალისწინებით, დასასრულს უახლოვდება პასუხების ფურცლებისა და შავი სამუშაოსათვის განკუთვნილი ფურცლების, ასევე დამხმარე მასალების: რუკებისა და ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის ბეჭდვა და დახარისხება. ამ მასალებთან ერთად მიმდინარეობს საკანცელარიო, სამედიცინო და სამეურნეო ნივთების დაკომპლექტება და სხვ. მიმდინარეობს სპეციალური პროგრამის ჩაწერა ლეპტოპებში, ამოწმებენ ხმის გამაძლიერებლებსა და ყურსასმენებს, და აგრეთვე, კალმებს. მალე გამოქვეყნდება საგამოცდო განრიგი, რის შემდეგაც მოხდება გამოსაცდელთა განაწილება საგამოცდო ცენტრებში.

“საგამოცდო პროცესში ჩართული პირებისათვის უკვე ჩატარდა მოსამზადებელი ტრენინგები და ამასთანავე ტესტირება. დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი სულ მალე დაასრულებს გამოსაცდელთა მოთხოვნების იდენტიფიკაციასა და ანალიზს სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნის თაობაზე მათ მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და ფორმა N100-ის საფუძველზე. 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე მასწავლებლის საგნის გამოცდისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის 75 ათასზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა”, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

ასევე იხილეთ:

ცნობილია რომელ არჩევით საგანზე რამდენი აბიტურიენტი დარეგისტრირდა – გამოცდები 2023

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური