საგამოცდო შემართება კახეთიდან – „სახალისო განწყობა მაქვს, შევალ და გამოვალ რა, ეგ არი, მორჩა და გათავდა“
თელავის მერვე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში მისული აბიტურიენტების განწყობა პოზიტიური, შემართება კი დიდია. ამის შესახებ აბიტურიენტები EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტთან საუბრობენ.
როგორც თელავის საგამოცდო ცენტრის კოორდინატორი, ეკა კობიაშვილი გვიხსნის, გამოცდაზე მათთან არავის დაუგვიანია:
„დღეს დავიწყეთ ერთიანი ეროვნული გამოცდები, პირველი სესია, ქართული ენა და ლიტერატურა. ჩვენთან სულ დარეგისტრირებული იყო 326 აპლიკანტი და გამოცხადდა 303, დაგვიანების შემთხვევა არ ყოფილა. გვყავს სპეც-საჭიროების მქონე აბიტურიენტები, რომლებსაც შევუქმენით განსაკუთრებული გარემო-პირობები“.
რაც შეეხება აბიტურიენტების მოლოდინებს, საკითხებისა და გამოცდაზე დადებული შედეგების შესახებ, ასეთია:
„მგონია, რომ იქნება ცოტა რთული თემები წინა წელთან შედარებით, იმიტომ, რომ დიდი ხანია, არ ყოფილა „დიდოსტატი“ და გრიგოლ ხანძთელი. მგონია, წელს უეჭველი იქნება”.
„დღეს მოვა აკაკი და “გამზრდელი”, ზუსტად ვიცი და მე ჩემს შვილს აკაკის დავარქმევ“ – ამბობს EDU.ARIS.GE– სთან ნინი ამრაზიშვილი.
„ჩემთვის რთული საკითხია ,,ვეფხისტყაოსანი“, იმიტომ რომ არ ვიცი კარგად, მსჯელობა გამიჭირდება და იმედია არ შემხვდება. ვფიქრობ, რომ გამოცდები თანდათან უფრო მარტივდება და საკითხები წელს მეტად მარტივი იქნება. მოლოდინი მაქვს, რომ კარგი ქულა უნდა ავიღო, მთლად მაქსიმალური არა, მაგრამ ისეთი, მე რომ გამომადგება“, – ამბობს ნიკოლოზ ჯაჯანიძე.
„მოლოდინი მაქვს, რომ რთული არ იქნება გამოცდა და თავს გავართმევ იმიტომ, რომ ვმეცადინეობდი ეს ერთი წელი. მინდა პოეზიის განხრით შემხვდეს თემა, რადგან მიყვარს პოეზია“, – გვითხრა იმან ქავთარაშვილმა.
„სახალისო განწყობა მაქვს, შევალ და გამოვალ რა, ეგ არის, მორჩა და გათავდა“.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადა ნინო ჩორგოლიანმა
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება