GE

საგანმანათლებლო რესურსცენტრების როლი სკოლების საავტორიზაციო პროცესშიც იზრდება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დღეს, 21 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი იყო საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესში რესურსცენტრების ჩართულობის უზრუნველყოფა და ამ მიზნით მათი შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებების დაგეგმვა.

როგორც ირკვევა, საწყის ეტაპზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან მჭიდრო კომუნიკაციით, საგანმანათლებლო რესურსცენტრები, მათ სამოქმედო ტერიტორიაზე განხორციელებულ საავტორიზაციო ფიზიკურ ვიზიტებში ჩაერთვებიან, ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობის ერთიანი მიდგომის დაცვის უზრუნვეყოფის მიზნით.

“ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში რესურსცენტრების როლი ეტაპობრივად გაიზრდება. მათ შორის, სკოლის თვითშეფასების პროცესში მეთოდოლოგიური მხარდაჭერის, ასევე სკოლის მიერ ექსპერტთა დასკვნის პროექტზე არგუმენტირებული უკუკავშირის მომზადების და ექსპერტთა ჯგუფისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ კონკრეტული სკოლის მიმართ გაცემული განმავითარებელი რეკომენდაციების შესრულების პროცესის კოორდინაციის მიმართულებით.
ამ მიზნით, ცენტრი რესურსცენტრის თანამშრომელთა შესაძლებლობების განვითარების ღონისძიებებს უზრუნველყოფს”, – აცხადებენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.

ამავე თემაზე:

„მიმდინარეობს კონცეფციის შემუშავება – საგანმანათლებლო რესურსცენტრების როლის გააზრება და გაძლიერება“

როგორი იქნება საგანმანათლებლო რესურსცენტრების ახალი პასუხისმგებლობა – მინისტრის განმარტება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური