საგაზაფხულო სკოლა: ადამიანი და მისი გარემო – დედამიწიდან ვარსკვლავებამდე
9-დან 12 მაისის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ფიზიკის, ეკოლოგიისა და დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისთვის ილიაუნის სტეფანწმინდის კვლევითი ბაზაში გამართავს საგაზაფხულო სკოლას „ადამიანი და მისი გარემო – დედამიწიდან ვარსკვლავებამდე“.
სკოლის მიზანია სტუდენტებს შეუქმნას გარემოს ფორმირებისა და ცვლილების ინტერდისციპლინური ხედვა, აჩვენოს კავშირი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სხვადასხვა დარგს შორის. სკოლა შესაძლებლობას მისცემს სტუდენტებს, თეორიულ ცოდნასთან ერთად გამოიმუშაონ გარემოს მულტიდისციპლინური შესწავლისთვის საჭირო პრაქტიკული უნარი.
სკოლის მონაწილეებისთვის 4 დღის განმავლობაში გაიმართება ლექცია-სემინარები, ვორკშოპები, საველე და პრაქტიკული სამუშაოები შესაბამისი აპარატურის (ტელესკოპი, მიკროსკოპი, დრონები) გამოყენებით. სკოლა მათ საშუალებას მისცემს, გაეცნონ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების აქტუალურ პრობლემებსა და გლობალურ ტენდენციებს.
ლექცია-სემინარებს ჩაატარებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის შესაბამისი მიმართულების პროფესორები და მკვლევრები.
- „დაუმორჩილებლობა თავისუფლების საფუძველია!“ – 18:00 საათზე ილიაუნი მსვლელობას გამართავს by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ილიაუნის მხარდაჭერით TBILISI PR DAYS – თბილისის პიარის დღეები 2024 გაიმართება by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ილიაუნიში ილიას კვირეული „ილია: ევროპული საქართველოს პროექტი“ გაიმართება by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი