GE

საგნობრივი გზამკვლევები სკოლებისთვის 14 საგანში გამოქვეყნდა

ზოგადიო განათლების რეფორმისა და მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ფარგლებში, საგნობრივი გზამკვლევები სკოლებისთვის 14 საგნისთვის გამოქვეყნდა.

როგორც დღეს ზოგადი განათლების რეფორმის ჯგუფი განმარტავს, საგნობრივი გზამკვლევი განკუთვნილია სასკოლო საზოგადოების წევრებისთვის და ის დახმარებას გაუწევს მასწავლებლებს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და წარმართვაში.

საგნობრივი გზამკვლევები გამოქვეყნდა საგნებში: ქართული, მათემატიკა, ინგლისური, ფრანგული, რუსული, ისტორია, გეოგრაფია, ბიოლოგია, მე და საზოგადოება, ქიმია, ხელოვნება, მუსიკა, სპორტი, ბუნებისმეტყველება.

აქცენტი კეთდება ოთხ ძირითად საკითხზე:

რა მიზნით ვასწავლით ამა თუ იმ საგანს (სწავლა-სწავლების მიზნები)?
რა რესურსებზე დაყრდნობით ვასწავლით (საკითხები, სასწავლო რესურსები)?
სწავლების რა მეთოდებსა და სტრატეგიებს ვიყენებთ (როგორ ვასწავლით)?
როგორ ვაფასებთ მოსწავლის მიღწევებს (შეფასება)?

იხილეთ გზამკვლევების ფაილები.

დოკუმენტი მომზადდა 2019-2021 წლებში ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის
მექანიზმებისა და ინსტრუმენტების პილოტირების პროცესში მასწავლებლების ჩართულობით.

როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტში 16 მოემბერს განუმარტეს, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა სრულად სკოლებში 2024-2025 წელს შევა. იქამდე კი, საფეხურეობრივი პროცესით წარიმართება. კერძოდ, მიმდინარე სასწავლო წელი, პირველი ეტაპი მოიცავს იმ ტექნიკურ მოსამზადებელ პროცესს, რაზეც ზოგადი განათლების დეპარტამენტმა ინფორმაცია გამოაქვეყნა. პარალელურ რეჟიმში დაწყებულია დაწყებითი საფეხურის გადახალისება და გამოცხადდება სახელმძღვანელოების გრიფირებაც. კლასების მიხედვით კი, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა სკოლებში ამ განრიგით უნდა შევიდეს: 2022-2023 სასწავლო წელი – მე-10 კლასი, 2023-2024 სასწავლო წელი – მე-11 კლასი და 2024-2025 სასწავლო წელი მე-12 კლასი.

ასევე იხილეთ:

მესამე თაობის ესგ-ის დანერგვის ვადები – რაზე მუშაობს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური