საკადრო ცვლილება განათლების სამინისტროში – EMIS-ის ხელმძღვანელად 112-ის ყოფილი ხელმძღვანელი დაინიშნა
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსად გიორგი არსოშვილი დაინიშნა.
უწყების ცნობითვე, ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა წარუდგინეს.
“მინისტრმა გიორგი არსოშვილის საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებაზე ისაუბრა და მას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. გიორგი არსოშვილს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის ახალ პოზიციაზე დანიშვნამდე, სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ,,112“ დირექტორის თანამდებობას იკავებდა. სხვადასხვა დროს გიორგი არსოშვილი ასევე წამყვან პოზიციებს იკავებდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში”, – წერია განათლების სამინისტროს 1-ელი ივნისის ინფორმაციაში.
-
რომელი ქართულენოვანი და უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები ისწავლება საქართველოში და სად – განახლებული ჩამონათვალი
by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
ვის შეუძლია მოსწავლის გაცდენილი შემაჯამებელი დავალების აღდგენა და შეფასება ელექტრონულ ჟურნალში – ვადები
by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
ცნობილია ყველაზე პოპულარული პროგრამები პროფესიული განათლების მიღების მსურველებში – რეგისტრაციის დეტალები
by პროფესიული განათლების ამბები