GE

„საკომუნიკაციო უნარები იურისტებისთვის“ – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტრენინგზე რეგისტრაცია დაწყებულია

5, 6 და 7 აპრილს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ტრენინგი: „საკომუნიკაციო უნარები იურისტებისთვის“ გაიმართება.

იურისტის პროფესია ზეპირი და წერითი კომუნიკაციის სათანადო უნარების ფლობას მოითხოვს. თანამედროვე ციფრულ ერაში ეფექტიანი კომუნიკაცია მიზნებისა და ამოცანების მიღწევის საშუალებაა. შესაბამისად, კურსის ფარგლებში შეძლებთ განავითაროთ/გაიუმჯობესოთ საკომუნიკაციო უნარები, რაც აუცილებელია თქვენი პროფესიული წარმატებისა და წინსვლისათვის. ტრენინგი ჰარვარდის სამართლის სკოლის მოლაპარაკებების პროგრამას ეფუძნება.

ტრენინგი მიზნად ისახავს: მონაწილეებმა გაიღრმავონ ცოდნა თანამედროვე საკომუნიკაციო შესაძლებლობების, მათ შორის ციფრული პლატფორმების შესახებ, რომლებიც განაპირობებენ ეფექტიან კომუნიკაციას იურისტსა და კლიენტს, სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის;

მონაწილეები გაეცნონ იურიდიული ფირმების საკომუნიკაციო სტრატეგიების შემუშავების წესსა და მიდგომებს, რომლებიც კომპანიის წარმატების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს წარმოადგენენ;

კლიენტისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის გზავნილების სწორად მიწოდების ტაქტიკის შესწავლასა და ნდობის ჩამოყალიბების ხელშემწყობი ფაქტორების გაანალიზებას;
დარწმუნების თანამედროვე ტექნოლოგიების მიმოხილვას, საჯარო გამოსვლების როგორც სტრატეგიული, ასევე ტაქტიკური საკითხების გაანალიზებას კონკრეტული მაგალითების საფუძველზე.

კურსი განკუთვნილია პრაქტიკოსი იურისტებისთვის, იურიდიული ფირმებისა და გარე აუდიტორიისთვის.

ტრენინგის განხორციელების ვადები: 5, 6 და 7 აპრილი

ღირებულება: 300 ლარი

აღნიშნულ ტრენინგზე CIU-ს სამართლის ფაკულტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები და უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალი 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს

ტრენერი – ხათუნა ბურკაძე, სამართლის დოქტორი, პროფესორი, ჰარვარდის მოლაპარაკებების პროგრამის კურსდამთავრებული.

ხათუნა ბურკაძე ფოკუსირებულია სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე. მას აქვს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებაში მუშაობის გამოცდილება. მან ტაფტის უნივერსიტეტის ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლა დაამთავრა. იგი გახლდათ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის, კოლუმბიის უნივერსიტეტისა და ფლეტჩერის სკოლის მიწვეული პროფესორი. მან წარმატებით დაასრულა ჰარვარდის უნივერსიტეტის მოლაპარაკებებისა და ჯორჯ მარშალის ევროპული უსაფრთხოების საკითხთა კვლევითი ცენტრის უსაფრთხოების გაღრმავებული სწავლების ლიდერთა პროგრამები. ასევე, ის არის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამის კურსდამთავრებული ამერიკის საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. ხათუნა ბურკაძე იყო 2018 წლის ევროპული კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფის წევრი ჰარვარდში. ის არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორია. მისი სტატიები „ფლეტჩერ ფორუმშიცაა“ გამოქვეყნებული და ციტირებულია “Harvard National Security Journal”-ში.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური