სამ საათში ელექტრონულად 37 000-მდე პირველკლასელი დარეგისტრირდა
2023-2024 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაციის მესამე ეტაპი დღეს დილის 09:00 საათზე დაიწყო და 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განუცხადეს, ბოლო მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ გამოცხადებული ადგილების რაოდენობა 87001 იყო.
“ამ დროისთვის დარეგისტრირებულია -36 892, დარჩენილი ადგილების რაოდენობაა 50 109. მათ შორის თბილისში, სულ გამოცხადებული იყო – 17 172 ვაკანტური ადგილი, დარეგისტრირებულია – 14035 და დარჩენილია 3137 ადგილი”, – განმარტეს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.
როგორც ცნობილია, წელს პირველკლასელი 60 000-მდე ბავშვი გახდება.
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება