სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ფინალური გამოცდები 2-ჯერ ჩააბარეს
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასობით სტუდენტი გამოცდებს ხელახლა აბარებს. მიზეზი სასწავლებელში სერვერის გადაწვაა, რის გამოც ექვსი დღის განმავლობაში ჩაბარებული ყველა ელექტრონული გამოცდის შედეგი წაიშალა.
როგორც პირველ არხთან უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნიკოლოზ ახალკაცი აცხადებს, შემთხვევა 15 იანვარს მოხდა.
მისი თქმით, ელექტრონულ გამოცდებს პრობლემები შეექმნა და პრობლემის მოგვარება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
სტუდენტებს გამოცდების ჩაბარება ახლიდან უწევთ. ახალკაცის განმარტებით, ის რაც სტუდენტებმა ელექტრონულად უკვე ჩააბარეს, ახლა წერილობით აბარებენ.
„გამოცდები წელს 8 იანვარს დაიწყო და კარგად მიმდინარეობდა, თუმცა 15 იანვარს ელექტრონულ გამოცდებს შეექმნა პრობლემები, სერვერზე სადაც განთავსებულია გამოცდების მეხსიერება, წაიშალა.
სპეციალისტებმა გამოცდების შედეგები ვერ აღადგინეს. ამიტომ, იძულებულები ვართ გავაგრძელოთ გამოცდები წერილობით. საგამოცდო პროცესი ცოტა ხნით შეფერხდა, თუმცა სულ ჩაშლილი არ არის.
სტუდენტები შეგნებულად მოეკიდნენ საკითხს, ეს არის ტექნიკური პრობლემა. აუცილებად მოგვიწევს გამოცდების ხელახლა ჩაბარება, ზეპირად ან წერილობით, რადგან ამ ეტაპისთვის შეუძლებელია ელექტრონულად გამოცდების ჩაბარება”,- განაცხადა ნიკოლოზ ახალკაცმა.
წყარო: 1tv
-
„პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას, რათა აღმზრდელების ანაზღაურება ღირსეული იყოს“
by მასმედია
-
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის
by მასმედია
-
2026 წლის მიღების აბიტურიენტებს კახა ბენდუქიძის საქველმოქმედო ცოდნის ფონდი 4 200 000 ლარით დააფინანსებს
by მასმედია