სამინისტროს 17 მარტის დამატებითი ინსტრუქციები და ვიდეობმულები სკოლებს დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით
დღეს განათლების სამინისტრომ სოლებს დისტანციური სწავლებასთან დაკავშირებით დამატებითი ინსტრუქციები გადაუგზავნა.
როგორც წერილშია აღნიშნული, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტისსამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს გაუზიარა პირველადი რეკომენდაციები, რომლის ფარგლებშიც ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენს Microsoft office 365-ის პროდუქტებისსაკომუნიკაციო არხებად გამოყენება (მათ შორის სურვილის შემთხვევაში დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესში).
გაცნობებთ, რომ ამასთან დაკავშირებით სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ (EMIS) თითოეულ სკოლას უკვე დაუგზავნა სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მოსწავლეების მომხმარებლის პროფილები (user) და ერთჯერადი პაროლები, რომლის მეშვეობითაც შეეძლებათ Office 365-ის შემდეგ პროგრამებში ავტორიზებას (შესვლას): Email, Microsoft Teams, Class Notebook, PowerPoint, Forms, OneDrive და ა.შ.
დამატებით, სკოლებს გაეგზვნათ ინსტრუქცია სისტემაში მომხმარებლის პროფილის გააქტიურებასა და ასევე რეკომენდებული პროდუქტების საგანმანათლებო მიზნებისთვის გამოყენებასთან დაკავშირებით, რაც არის შემდეგი:
როგორ შევიდეთ სისტემაში პირველად:
მისამართი: Email.mes.gov.ge (ან Teachers.gov.ge , Students.gov.ge)
სისტემაში დაMicrosoft Teams ში შესვლის დეტალური ვიდეოინსტრუქციის სანახავად
Teams-ის ინსტრუქციები:
- მასწავლებლის Teams ში შესვლა და კლასის გააქტიურება
- შეტყობინების დატოვება ვიდეო ზარის წამოწყება
- კალენდარში მთელი კლასისთვის შეხვედრის ჩანიშვნა
- დაფის და პრეზენტაციის გაზიარება
- Files – საერთო ფაილებზე წვდომა
- Assingments დავალების გაგზავნა
- დავალების ნახვა და უკუკავშირი
- მოსწავლის შესვლა Teams ში
- Teams აპლიკაციის გადმოწერა
- Teams ში კოდით შესვლა
- კოდის გენერირება
- ვიდეოს გაზიარება ხმით
- Activity
ახალი ინსტრუქციების თანახმადვე, ასევე, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს საჯარო სკოლების ყველა კლასისთვის პროგრმა TEAMS-ში ვირტუალური საკლასო ოთახების შექმნაზე. აღნიშნული საკლასო ოთახების ასახვა სისტემაში მოხდება ეტაპობრივად, მას შემდეგ, რაც მონაცემები სინქრონიზდება Microsoft-ის ღრუბლოვან სისტემაში.
შეგახსენებთ, რომ ყველა ზემოაღნიშნული ინსტრუქცია ასევე განთავსებულია საიტზე: email.mes.gov.ge, ინსტრუქციების განყოფილებაში.
სკოლებს, რომლებიც გადაწყვეტენ Microsoft office 365-ის პროდუქტების გამოყენებას სასკოლო საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობის მიზნით გთავაზობთ შემდეგ რეკომენდაციებს:
1. დამრიგებლების საშუალებით მოახდინეთ მშობლებთან კომუნიკაცია, რათა მათი ჩართულობით, მოხდეს დისტანციური სწავლების დანერგვის ხელშეწყობა. ამასთან, ინდივიდუალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე უზრუნველყონ ბავშვებისთვის ინტერნეტისა და მოწყობილობების (მობილური ტელეფონი ანპლანშეტი ან პერსონალური კომპიუტერი ან ბუკი) ხელმისაწვდომობა.
2. დამრიგებლის საშუალებით მოახდინეთ ბავშვებთან/მშობლებთან კომუნიკაცია ნებისმიერი ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო ფორმით, გაუგზავნეთ დეტალური ინფორმაცია და ინსტრუქცია მომხმარებლის პროფილის (user) და ერთჯერადი პაროლის შესახებ, რისი მეშვეობითაც შეძლებენ დისტანციურ გაკვეთილში ჩართვას და office 365-ის ყველა პროგრამით სარგებლობას.
3. სასურველია პირველ ეტაპზე დისტანციური გაკვეთილი ჩატარდეს საპილოტე რეჟიმში, რაც გულისხმობს ყველა საფეხურისა სხვადასხვა ძირითად საგანში, რათა მასწავლებლებმა შეძლონ დიფერენცირებული მიდგომებისა და სტრატეგიების შემუშავება.
4. დისტანციური გაკვეთილების საპილოტე რეჟიმში გაშვებისას დაიხმარეთ ის თანამშრომლები ან/და მაღალი კლასის მოსწავლეები, რომლებიც კარგად ფლობენ ტექნოლოგიებს და დისტანციურად შეძლებენ კონსულტაციების გაცემას. ასევე, გთხოვთ, იდენტიფიცირებული პირების (თანამშრომლების/მაღალი კლასის მოსწავლეების) შესახებ ინფორმაცია აცნობოთ მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, რათა საჭიროების შემთხვევაში გაეწიოთ შესაბამისი ტექნიკური დახმარება.
5. იმ შემთხვევაში თუ სკოლაში იდენტიფიცირებული პირი (სკოლის თანამშრომლები/მაღალი კლასის მოსწავლეები) ვერ ახერხებს რიგ საკითხებთან დაკავშირებით სრულყოფილი კონსულტაციის გაცემას, რეგიონის მასშტაბით მობილიზებული იქნებიან მოხალისეები (ზოგადი განათლების რეფორმის პროექტის “ახალი სკოლის მოდელის” ტექნოლოგიების ექსპერტები), რომლებიც პროგრამა TEAMS-ის საშუალებით უპასუხებენ დასმულ შეკითხვებს და გასცემენ კონსულტაციებს Microsoft Office 365-ის პროდუქტებთან დაკავშირებით. აღნიშნული მოხალისეები თავად შექმნიან TEAMS-ში ვირტუალურ საკონსულტაციო სივრცეს, რომლის ბმულიც რესურს ცენტრების საშუალებით გაზიარდება სკოლებში. აღნიშნული ბმულის საშუალებით სკოლაში იდენტიფიცირებული პირები (სკოლის თანამშრომლები/მაღალი კლასის მოსწავლეები) შეძლებენ საკონსულტაციო სერვისის მიღებას.
უკანასკნელ პუნქტთან დაკავშირებით დამატებითი ინსტრუქცია სკოლებს კიდევ გაეგზავნებათ.
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი