SANGU-ს ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას გერმანიის წამყვან სასტუმროებში გაივლიან
20 მაისს წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლებთან.
მხარეთა ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების მიზნით, SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა და სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა გერალ ვეტცელმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის განახლებულ მემორანდუმს.
მემორანდუმის საფუძველზე SANGU-ს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ საწარმოო პრაქტიკას გერმანიის წამყვან სასტუმროებში გაივლიან.
სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი ურსულა ოპერმანი, SANGU-ს სტრატეგიული ურთიერთობებისა და კომუნიკაციის მენეჯერი ინგა ნაფეტვარიძე , ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, პროფესორი ლევან ქისტაური, დეკანის მოადგილე, პროფესორი ნინო დამენია, SANGU-ში გერმანული მხარის კოორდინატორი, პროფესორი ნიკო კვარაცხელია, სასწავლო-სამეცნიერო ცენტრების მენეჯერი თამარ ნაფეტვარიძე.
აღნიშნული თანამშრომლობა 2014 წელს დაიწყო და დღემდე ნაყოფიერად გრძელდება. მემორანდუმის ძალაში შესვლის დღიდან SANGU-ს 200-ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა ანაზღაურებადი სამთვიანი სტაჟირება გერმანიაში, რომელიც წელიწადში ორჯერ, შემოდგომის და გაზაფხულის სემესტრის დასრულების შემდეგ ხორციელდება.
- აშშ-ში ვიზიტით იმყოფება SANGU-ს დელეგაცია by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
- 8 ოქტომბერს SANGU-ში სტუდენტური დასაქმების ტრადიციული ფორუმი გაიმართება by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
- SANGU-ს კურსდამთავრებული მაგისტრის მიმართვა პირველკურსელებს – „თქვენ ხართ ის, ვინც…“ by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი