SANGU-ს და NKU-ს კიბერუსაფრთხოების ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები აშშ-ში მიემგზავრებიან
SANGU-ს და NKU-ს კიბერუსაფრთხოების ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებიან.
საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა და პროგრამაში ჩართულმა პერსონალმა სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
ორი კვირის განმავლობაში სტუდენტები ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტში დაესწრებიან ინტენსიურ ლექციებს, ვორქშოფებს და სემინარებს. მათ ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა ადგილზე მიიღონ საერთაშორისო პრაქტიკული გამოცდილება კიბერუსაფრთხოების სფეროს წამყვანი პროფესიონალებისგან.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია ll-ს ლოცვა-კურთხევით, კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო პროგრამის დანერგვას სათავეში ჩაუდგა ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი. 2022 წლიდან პროგრამაზე ჩარიცხული ყველა სტუდენტი SANGU-ს სრული დაფინანსებით ეუფლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად მომავლის პროფესიას.
აღსანიშნავია, რომ კიბერუსაფრთხოების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა უპრეცენდენტოა. მის კურსდამთავრებულს ენიჭება კიბერუსაფრთხოების მაგისტრის და ინფორმაციის ტექნოლოგიების უსაფრთხოების მაგისტრის ორმაგი, ქართული და ამერიკული აკადემიური ხარისხი.
- აშშ-ში ვიზიტით იმყოფება SANGU-ს დელეგაცია by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
- 8 ოქტომბერს SANGU-ში სტუდენტური დასაქმების ტრადიციული ფორუმი გაიმართება by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
- SANGU-ს კურსდამთავრებული მაგისტრის მიმართვა პირველკურსელებს – „თქვენ ხართ ის, ვინც…“ by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი