GE

SANGU-ში 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა გამოცხადდა

წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა ცხადდება.

მობილობისთვის სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა: 2023 წლის 30 იანვრის 12:00 საათიდან – 8 თებერვლის 18:00 საათამდე.

მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ვაკანტური ადგილები

სწავლის წლიური საფასური ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა სამართლის, საჯარო მმართველობის, სოციალური და განწყობის ფსიქოლოგიის, ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირების, კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებისა შეადგენს 2250 ლარს, ხოლო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

სამართალი – 2990 ლარს;
საჯარო მმართველობა – 2750 ლარს;
სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია – 2500 ლარს;
ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება – 3500 ლარს;
კომპიუტერული მეცნიერება – 3350 ლარს.

მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:

  • მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) – 2023 წლის 9-15 თებერვალი;
  • აღიარების კომისიების მუშაობა და დასკვნების მომზადება – 2023 წლის 10 – 15 თებერვალი;
    სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი დადასტურება – 2023 წლის 13-16 თებერვალი;
  • დეკანატებისა და აღიარების კომისიების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მოსამზადებლად – 2023 წლის 16 თებერვალი;
  • მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა მართვის სისტემაში – არაუგვიანეს 2023 წლის 17 თებერვალი.

მობილობის წესით გადმოსვლის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური