GE

SANGU-ში ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის ტრენინგი გაიმართა

სასწავლო პროგრამების აკრედიტაციისა და უნივერსიტეტის ავტორიზაციის პროცესში, აკადემიურ პერსონალთან ერთად, ადმინისტრაციული სამსახურების ჩართულობა, განათლების ხარისხის ასამაღლებლად სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრებასა და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარებაზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია.

ამ პროცესში მათი ერთობლივი მუშაობის საჭიროებისა და მნიშვნელოვანი დეტალების გაცნობის მიზნით SANGU-ს ხარისხის უზრუნველყოფისა და ინსტიტუციური განვითარების ექსპერტმა ირინე დარჩიამ უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის ტრენინგი გამართა.

ტრენინგის მსმენელები, სამი დღის მანძილზე, ინტერაქტიულ რეჟიმში დეტალურად გაეცნო ინფორმაციას სასწავლო პროგრამების აკრედიტაციისა და უნივერსიტეტის ავტორიზაციის პროცესისთვის საჭირო დოკუმენტაციის, სხვადასხვა პროცედურების, დეპარტამენტებს შორის შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაციის მეთოდების შემუშავებისა და დანერგვის, მართვის ეფექტური მეთოდების და საჭირო რესურსების შესახებ.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური