SANGU-ში მარბურგის უნივერსიტეტის ემერიტუსის, ნორბერტ ბერნსდორფის ვიზიტი შედგა
წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა გერმანიის ფედერალური სოციალური სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს, მარბურგის უნივერსიტეტის ემერიტუსს, სოციალური სამართლის პროფესორს, ნორბერტ ბერნსდორფს 10 ოქტომბერს უმასპინძლა.
პროფესორი ნორბერტ ბერნსდორფი SANGU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანს, პროფესორ პაპუნა გურულს, საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელს, პროფესორ პაატა ტურავას და საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსს დავით გორგიაშვილს შეხვდა.
მხარეებმა, სოციალური სამართლის მიმართულებით, ერთობლივი კვლევითი პროექტის შემუშავების შესახებ ისაუბრეს. აღნიშნულ პროექტს ისინი ერაზმუს+-ის ფარგლებში განახორციელებენ.
გერმანელმა პროფესორმა წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის წარმომადგენლებს მარბურგის უნივერსიტეტის შესახებ უამბო და SANGU-ში მოქმედ სასწავლო პროგრამებს გაეცნო.
შეხვედრის დასასრულს წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სახელით მას სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.
-
სტუდენტური კონფერენცია SANGU-ში – „სამართალი ციფრულ ეპოქაში: თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები“
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ს ტრენინგი უფროსკლასელებისთვის: საჯარო მოსამსახურის საქმიანობის თავისებურებები
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
ქართულ უნივერსიტეტში უფროსკლასელებისთვის პროექტი „აღმოაჩინე შენი პროფესია“ აქტიურად მიმდინარეობს
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი