SANGU-ში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებს უმასპინძლეს
2024 წლის 7 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებს – საჯარო დიპლომატიის განყოფილების ხელმძღვანელ, ბ-ნ ალექს დანიელს, საელჩოში უმაღლესი განათლების პროგრამების ხელმძღვანელ ქ-ნ სოფიო ბზიშვილს და საერთაშორისო განათლების ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს, ქ-ნ ნინო ჩინჩალაძეს უმასპინძლა.
ისინი უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა და რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა მიიღეს.
სტუმრები ასევე კიბერუსაფრთხოების ქართულ-ამერიკული სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს და საქართველოში ვიზიტად მყოფ ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდნენ, რომლებიც SANGU-ში ლექცია-სემინარებისა და პრაქტიკული მეცადინეობების ორკვირიან ინტენსიურ კურსს ატარებენ.
ბატონმა ალექს დანიელსმა სტუდენტებს პროგრამის წარმატებით დასრულება უსურვა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
-
„აღმოაჩინე შენი პროფესია – ფსიქოლოგია“ – SANGU მოსწავლეებს შეხვედრაზე იწვევს
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
„აღმოაჩინე შენი პროფესია – ბიზნესის ადმინისტრირება“ – SANGU მოსწავლეებს ლექცია-სემინარებზე იწვევს
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი