SANGU-ში შრომის უსაფრთხოების სრულ აკრედიტებულ პროგრამაზე სწავლა დაიწყო

SANGU-ში შრომის უსაფრთხოების სრულ აკრედიტებულ პროგრამაზე სასწავლო პროცესი დაიწყო.
აღნიშნულ კურსზე ჩარიცხული სტუდენტები სამი თვის მანძილზე, დარგის წამყვან სპეციალისტებთან ერთად დაეუფლებიან პროგრამით გათვალისწინებულ თეორიულ მასალას, პრაქტიკულ ნაწილს კი – მძიმე მრეწველობის, მსუბუქი მრეწველობის, სამედიცინო, სამშენებლო და მომსახურების სფეროს მიმართულებით შესაბამის ორგანოებში გაივლიან.
SANGU-ს შრომის უსაფრთხოების სრული აკრედიტებული პროგრამა, დარგის პროფესიონალი, პრაქტიკოსი სპეციალისტების ჩართულობით, შრომის ბაზარზე ახალი, ერთ-ერთი მოთხოვნადი პროფესიის მაღალ დონეზე დაუფლების საუკეთესო შესაძლებლობაა.
ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს სწავლის დაწყებას და კურსის წარმატებულად დასრულებას ვუსურვებთ.
-
SANGU-ში 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა გამოცხადდა by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ს კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა დაიწყო by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-სა და „CYSEC“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი