SANGU-ში სტუდენტური კონფერენცია – „კომპიუტინგის კვლევის სწავლებისა და ტექნოლოგიის ასპექტები“ გაიმართა
17 ივნისს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს “ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის ფარგლებში” ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის, კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტების და პროფესორების მონაწილეობით გაიმართა კონფერენცია თემაზე – “კომპიუტინგის კვლევის სწავლებისა და ტექნოლოგიის ასპექტები”.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ SANGU-ს რექტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ბატონი ზაზა მარუაშვილი.
პირველი მოხსენება – „ასიმეტრიული კრიფტოგრაფია და CA ალგორითმი“ აუდიტორიას წარუდგინა SANGU-ს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ელექტრონული რესურსების რეგულირების სამსახურის უფროსმა კახა რევაზიშვილმა; შემგეგი მოხსენებები SANGU-ს სტუდენტმა წარმოადგინეს: „კრიპტოგრაფია ძველი რომიდან დღემდე“ – გიორგი ცქიფურიშვილი; „გრაფები და მათი ალგორითმები“ – დავით კიკნაძე; „მეხსიერების მენეჯმენტი C++“ – ილია ჭიჭიკაშვილი; ბოლო მოხსენება – „მაშინლერნინგის მინიმიზების ალგორითმები“, კომპიურეტული მეცნიერების პროგრამის ხელმძღვანელმა, კობა გელაშვილმა შესთავაზა აუდიტორიას.
კვირეულის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველ მკვლევართა პოპულარიზაციას, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის განვითარებასა და სტუდენტთა მეცნიერებით დაინტერესებას.
კონფერენცია წარმართა SANGU-ს დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს უფროსმა, მარიამ ქვარიანმა.
-
„აღმოაჩინე შენი პროფესია – ფსიქოლოგია“ – SANGU მოსწავლეებს შეხვედრაზე იწვევს
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
„აღმოაჩინე შენი პროფესია – ბიზნესის ადმინისტრირება“ – SANGU მოსწავლეებს ლექცია-სემინარებზე იწვევს
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი