GE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ონლაინ ლექციებით უერთდება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ონლაინ ლექციებით უერთდება.

26 მაისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები დისტანციურ ფორმატში წაიკითხავენ საქართველოს ეროვნული დღესასწაულისადმი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საჯარო ლექციებს.

ლექციების განრიგი ასეთია:

  • 12:00 საათზე პროფესორი სულხან კუპრაშვილი წაიკითხავს ლექციას თემაზე: 1918 წლის 26 მაისი და საერთაშორისო ურთიერთობები.
  • 13:00 საათზე პროფესორი ავთანდილ ნიკოლეიშვილი საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ქართულ მწერლობაზე ისაუბრებს.

ონლაინ ლექციებზე დასწრება, რომელიც პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით გაიმართება, ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ღონისძიებაზე დასასწრებად უნდა მიჰყვეთ ბმულს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური