საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ტექნიკური მომსახურების სასწავლო საწარმოს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის წარმომადგენლები ეწვივნენ

მიმდინარე წლის 22 მაისს, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ტექნიკური მომსახურების სასწავლო საწარმოს ეწვივნენ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლები, მათ დაათვალიერეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე არსებული ანგარი და დაესწრნენ BOEING 737-200-ის ტექნიკური მომსახურების პროცესს.
ტექნიკური მომსახურების სასწავლო საწარმომ სააგენტოსგან მიიღო დადებითი შეფასება, რის შედეგადაც მოიპოვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პრაქტიკული სწავლების განხორციელების უფლება.
-
საავიაციო უნივერსიტეტი პროფესიულ პროგრამებზე მიღებას აცხადებს – პროგრამების სია და პროცედურები by პროფესიული განათლების ამბები
-
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები by საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი
-
ახალი პროფესიული პროგრამები საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტისგან by საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი