GE

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ კსუ-ს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს უმასპინძლა

14 დეკემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს უმასპინძლა.

სტუდენტებს მოსამართლის პროფესიის თავისებურებებზე, სამართლებრივი ნორმების დაცვასა და მათი პრაქტიკაში გამოყენების გზებზე ესაუბრა, მზია თოდუა – მოსამართლე; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ( 2018 წლის 2 აგვისტოდან, 2020 წლის 17 მარტამდე).

შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებმა დაათვალიერეს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა, გაეცნენ სასამართლოს მართლმსაჯულების მუზეუმში დაცულ ექსპონატებს და მიიღეს ინფორმაცია უზენაეს სასამართლოში განხილული პრეცენდენტული საქმეების შესახებ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური