„საქართველოში აკადემიური თავისუფლება კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას წარმოადგენს“

„საქართველოში აკადემიური თავისუფლება კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას წარმოადგენს, რაც მეცნიერებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომიაში ნებისმიერი სახის ჩარევისაგან დაცვას გულისხმობს“, – ეს განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა პოლონეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, პშემისლავ ჩარნეკის მიწვევით, ქალაქ ტორუნში ცნობილი მეცნიერის ნიკოლას კოპერნიკის 550 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა.
განათლების კვლევებზე პოლიტიკური კონტროლის დამყარების სურვილი? – რატომ შექმნა მთავრობამ ახალი ცენტრი
როგორც განათლების სამინისტროს მიერ დღეს, 23 თებერვალს გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, მიხეილ ჩხენკელმა კოლეგა მინისტრებთან ერთად მეცნიერების განვითარებისა და სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერის საკითხები განიხილა.
„სამეცნიერო პროგრესზე საუბრისას არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ მეცნიერება ეფუძნება თავისუფლებას და მისი განვითარების უმთავრესი წინაპირობა სამეცნიერო კვლევითი პროცესების შეზღუდვების გარეშე წარმოებაა. მჯერა, ერთობლივი ძალისხმევით, ურთიერთპატივისცემითა და თანასწორი სამეცნიერო გარემოს შექმნით შევძლებთ, თანამედროვე სამეცნიერო მიღწევების გამოყენებას საყოველთაო კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
„აღსანიშნავია, რომ მეცნიერების განვითარება საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენს – ყოველწლიურად იზრდება სფეროს დაფინანსება, ამასთან, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია 2022-2030 ორიენტირებულია მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების (STI) მოდერნიზებასა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობაზე მდგრადი განვითარების მიზნების გათვალისწინებით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მეცნიერების ინტერნაციონალიზაციაზე. ჩვენ ვისწრაფვით, რომ საქართველო, მსოფლიოს მასშტაბით, ცნობილი მეცნიერების მოღვაწეობისთვის გამორჩეული ადგილი გახდეს.“, – თქვა მიხეილ ჩხენკელმა.
ასევე იხილეთ:
-
მასწავლებლის წამყვანი და მენტორის სტატუსის მოსაპოვებელი გამოცდა წელს აღარ ჩატარდება – განათლების მინისტრის გადაწყვეტილება by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
მასწავლებლებს, გამოცდის ჩაბარების გარეშე, სტატუსი აღარ მიენიჭებათ – გიორგი ამილახვარის განცხადება by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო – ვადები და პროცედურა by პროფესიული განათლების ამბები