საქსტატი: 2023 წელს მეცნიერული კვლევებისთვის შესრულებული სამუშაოების მოცულობამ 202,9 მილიონი ლარი შეადგინა
1-ელ ნოემბერს საქართველოს სტატისტიკის ერონულმა სამსახურმა გამოაქვეყნა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში კვლევებისა და დამუშავებების გამოკვლევის შესახებ მონაცემები, რომელიც 2023 წელს მოიცავს.
საქსტატის თანახმად, 2023 წელს, საქართველოში მეცნიერულ კვლევებს ახორციელებდა 63 დაწესებულება, რომელთა მიერ წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ჯამურმა მოცულობამ 202.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 18.7 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
კვლევებსა და დამუშავებებზე დასაქმებულთა რიცხოვნობა 0.8 პროცენტით გაიზარდა და 15 215 შეადგინა, რომელთაგან 13 114 ერთეულს წარმოადგენდნენ მკვლევარები.
მკვლევარების 54.4 პროცენტი ქალია, ხოლო 45.6 პროცენტი – კაცი.
მკვლევარების განაწილება განათლების დონის და სქესის მიხედვით 2023 წელს ასეთი იყო: მკვლევართა 68.8 პროცენტი არის დოქტორი ან მასთან გათანაბრებული, 28.4 პროცენტი – მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული, 2.8 პროცენტი ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული.
ინფოგრაფიკები იხილეთ საქსტატის ანგარიშში
-
პირველკლასელთა რეგისტრაცია 2026-2027 სასწავლო წლისთვის დაიწყო – ყველა სიახლე, ეტაპები და საჭირო დოკუმენტები
by ARIS.GE-განათლება
-
საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესს სპეციალური კომისია გააკონტროლებს – წევრების სია
by ARIS.GE-განათლება
-
პრეზიდენტი პარლამენტში: „ჩვენი მიზანი ასეთი განათლების სისტემის შექმნა უნდა იყოს…“
by ARIS.GE-განათლება