სასკოლო გუნდის წევრები 100, 200 ან 300 ლარით დაჯილდოვდებიან – თიანეთის საკრებულოს გადაწყვეტილება
თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულებისა და განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლეთა ფულადი ჯილდოთი წახალისების წესში მუნიციპალიტეტის საკრებულომ ცვლილება შეიტანა, რომლითაც წახალისების მიმღებ მოსწავლეთა რაოდენობა გაიზარდა.
კერძოდ, თიანეთის მუნიციპალიტეტის შესაბამის დადგენილებას დაემატა ახალი პუნქტი და განისაზღვრა გუნდის წევრზე ფულადი ჯილდოს ოდენობები.
რეგიონული კონკურსი/შეჯიბრება – განაცხადში მითითებული გუნდის თითოეული წევრი დაჯილდოვდება 100 ლარით, ხოლო რესპუბლიკური კონკურსი/შეჯიბრება – განაცხადში მითითებული გუნდის თითოეული წევრი დაჯილდოვდება 200 ლარით.
რაც შეეხება საერთაშორისო კონკურსს ან შეჯიბრებას, განაცხადში მითითებული გუნდის თითოეული წევრი 300 ლარით დაჯილდოვდება.
ჯილდოს მიღებისთვის სასკოლო გუნდის წევრმა სხვა დადგენილი დოკუმენტების გარდა, უნდა წარადგინოს თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მიერ გაცემული ცნობა მისი სასკოლო გუნდის წევრობის შესახებ.
იხილეთ 29 თებერვალს გამოქვეყნებული ბრძანება სრულად.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება