სასკოლო კრებაზე კონკრეტული მოსწავლის აკადემიურ მიღწევებზე საუბარი დაუშვებელია – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური
კრონავირუსის პანდემიის პირობებში, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად, სკოლებში სასწავლო პროცესის აღდგენის შემდეგაც, მაქსიმალურად იქნება შეზღუდული გარეშე პირების შესვლა, მათ შორის სკოლის შენობაში მშობლების ხშირი გადაადგილება. რეკომენდაციის თანახმად, დამრიგებელმა მშობლებთან კომუნიკაცია და ე.წ. სასკოლო კრებების ორგანიზება უნდა მოახდინოს დისტანციური ფორმებით. მასწავლებლის და მშობლის შეხვედრები საერთო საკითხების გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია, თუმცა ამ დროს ხშირად ირღვევა მოსწავლის უფლებები.
სახელმწიფო ინსპექტორი სამსახურის რეკომენდაციებში, რომლებიც სპეციალურად სკოლებისთვისაა განკუთვნილი, სხვადასხვა საკითხთან ერთად, საუბარია სასკოლო კრებებზეც. მსგავსი შეკრებების დროს იქნება ეს დისტანციური თუ რეალური შეხვედრის ფორმით, ბავშვის საჯაროდ მოხსენიება, როგორც უარყოფით ასევე დადებით კონტექსტში შესაძლებელია დაპირისპირების და სტერეოტიპული დამოკიდებულებების ჩამოყალიბების საბაბი გახდეს.
„სასკოლო კრებები ეფექტური საშუალებაა, რათა მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთობლივად განიხილონ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ზოგადი და საორგანიზაციო საკითხები. დაუშვებელია კრებებზე კონკრეტულ მოსწავლეებთან დაკავშირებული ისეთი საკითხების საჯარო განხილვა, როგორიცაა აკადემიური მოსწრება, ყოფაქცევა და ა.შ., რადგანაც ამ საკითხების განხილვამ, შესაძლოა, შელახოს მოსწავლეების უფლებები. მაგალითად, მოსწავლის ქცევის ნეგატიურ კონტექსტში განხილვამ შეიძლება შელახოს მოსწავლის ღირსება, გამოიწვიოს თანატოლებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მის შესახებ სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლის ჩართულობაზე სასწავლო პროცესში და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მისი უფლება მიიღოს განათლება თანაბარი შესაძლებლობების პირობებში. მეორე მხრივ, განსაკუთრებით პოზიტიურ კონტექსტში განხილვა, შესაძლოა, გახდეს მოსწავლეთა შორის დაპირისპირების და ზოგ შემთხვევაში მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზეზიც“, – ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის რეკომენდაციაში.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება