სასკოლო ოლიმპიადის მესამე ტურში მონაწილეობისთვის მოსაწვევის მიღება უკვე შესაძლებელია – დეტალები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის მოსაწვევის ამობეჭდვა შესაძლებელია ვებგვერდიდან online.naec.ge და დასკვნით ტურში გადასული მოსწავლის მოსაწვევის ამობეჭდვა შეუძლია სკოლის ადმინისტრაციას სკოლის ცხრანიშნა და ოთხნიშნა კოდების გამოყენებით.
“მოსაწვევზე მითითებულია დეტალური ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და დროის შესახებ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს ყველა მონაწილეს ყურადღებით გაეცნოს მოსაწვევზე მითითებულ ინფორმაციას”, – ვკითხულობთ გამოცდების ცენტრის მიერ 27 თებერვალს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
როგორც ცნობილია, ოლიმპიადის მესამე ტური 8 მარტს დაიწყება.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის განრიგი და მაქსიმალური ქულები
შეფასებისა და გამოცდების ცენტრი განმარტავს, რომ 2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულია ის მოსწავლე, რომელიც დააგროვებს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ს და მოხვდება შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ათ მონაწილეს შორის.
-
გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის საბოლოო შედეგები და მეორე ტურში გამსვლელი მინიმალური ქულები
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
სახელმწიფო ენის გამოცდაში მონაწილეობა სულ 45-მა პირმა მიიღო
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს პირმა, თუ სახელმწიფო ენის გამოცდას ჩააბარებს – ტესტის ნიმუშები, შეფასების სქემა და კრიტერიუმები
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი