სასურველია თუ არა 6 წლის ბავშვთან სექსზე საუბარი?
რამდენად მიზანშეწონილია 6 წლის ბავშვთან სექსის შესახებ საუბარი? გუშინ მედია საშუალებებით გავრცელებულ სიუჟეტში, პირველკლასელების ნეტ-ბუკში ჩაწერილ პროგრამაში „მოდი ვისაუბროთ სექსზე!“ -იწყება ერთი-ერთი დიალოგი, რომლითაც პირველკლასელებმა კიბერუსაფრთხოება უნდა ისწავლონ. პატარა ქრისტის ინტერნეტით გაცნობილი ერთი ბიჭი მოეწონება, რომელიც მას სექსუალურ სურათს სთხოვს.
პედაგოგების ნაწილმა ამ პროგრამის არსებობის შესახებ არაფერი იცოდა. ამბობენ, რომ გადამზადების დროს ამ ჩანაწერებზე საუბარი არ ყოფილა.
განათლების და მეცნიერების სამინისტროში ამბობენ, რომ ეს მასალა 2010 წელს სამინისტროს და საერთაშორისო ორგანიზაცია „ვოლდ-ვიჟენს“ შორის დადებული მემორანდუმის საფუძეველზე ჩაიწერა. თუმცა, წელს სწავლებაში არ გამოიყენება. სამინისტროში აცხადებენ, რომ თუკი ბავშვს აქვს წვდომა ინტერნეტთან, აუცილებლად უნდა იცოდეს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, მიუხედავად ასაკისა.
განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი Aris.ge-განათლებასთან საუბარში მისი მინისტრობის დროს აღნიშნული პროგრამების ბუკებში ჩაწერას უარყოფს. მისი თქმით, ნეტ-ბუკები 2011 წელს დარიგდა. „საუბარი იმაზე, რომ ამ 2 წლის განმავლობაში 80 000 ბავშვს ამგვარი პროგრამა შეუმჩნეველი დარჩენოდა, აბსურდია. ამაზე ამჟამინდელმა განათლების მესვეურებმა უნდა გასცენ პასუხი. მე უკვე 18 თვეა რაც განათლების მინისტრი აღარ ვარ.“ – ამბობს შაშკინი.
მიზანშეწონილია თუ არა 6 წლის ბავშვთან სექსზე საუბარი?ამ შეკითხვით Aris.ge-განათლებამ რამდენიმე ფსიქოლოგს მიმართა. ისინი ამ ასაკში სექსზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევენ. თუმცა, ბავშვს ინტერესის დაკმაყოფილება ინტერნეტ-სივრცეში თავისუფლად წვდომით შეუძლია. ასეთ შემთხვევაში მშობლებს ფსიქოლოგები არასასურველი საიტების დაბლოკვას ურჩევენ.
ფსიქოლოგ ზურაბ მხეიძის თქმით, უმჯობესია სექსზე ინფორმაციის მიწოდება 10-11 წლის ასაკში მოხდეს. მნიშვნელოვანია ინფორმაციის სწორად მიწოდება.
„გერმანელებმა ვიდეო გადაიღეს, სადაც სკოლამდელი ასაკის ბავშვებს სექსუალურ განცდებზე ესაუბრებიან და სასქესო ორგანოზე ხელს ჰკიდებენ. ბავშვებს გაოცებული სახეები აქვთ. ამ თემატიკით ძალიან „გაუბერეს“. ვინც ამისგან თავს იკავებს, ის უკვე მარგინალური ხდება, არადასავლური კულტურის. ხშირად ბავშვთა უფლებების დაცვის მიღმა სხვა რამ იმალება. რეალური მიზანი სხვა არის. რამდენიმე ინსტიტუტია, რომელიც ღირებულებების ფორმულირებაზე მუშაობს. განათლების სისტემას სახელმწიფო აკონტროლებს, მაგრამ ოჯახში სახელმწიფო ვერ ერევა. ამიტომ, „შემოტენილი“ თემა ვითომ ოჯახური ძალადობისგან დაცვა, სინამდვილეში ამ სისტემის ნგრევას ემსახურება, რომ საბოლოოდ მხოლოდ ინდივიდი დარჩეს. ზოგადად, ეს ტენდენცია მსოფლიოში შეიმჩნევა.“ – ამბობს მხეიძე.
ფსიქოლოგი სოფი ხარატი მიიჩნევს, რომ 6 წლის ასაკის ბავშვთან სექსზე საუბარი, ადრეა: „თუ ბავშვმა საიდმე მოისმინა და სექსზე შეკითხვა გაუჩნდა, ეს აღმაშფოთებელი არ უნდა იყოს, რადგან მასში კიდევ უფრო დიდ ინტერესს გამოიწვევს. სავსებით საკმარისია, რომ მშობელმა უპასუხოს, რომ ეს არის ის, რაც დიდებს აქვთ, რასაც ამ ასაკში ვერ გაიგებს. როცა გაიზრდება ცოტა უფრო მეტს ეტყვიან, რაც ცუდი არ არის.“
მკითხველებო, როგორია თქვენი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით?
სალომე არის© გოგოხია
-
2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
მთავრობის დავალება განათლების სამინისტროს – 43 მილიონ ლარზე მეტი საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებების დასაფინანსებლად მიიმართება
by ARIS.GE-განათლება
-
„ძალიან უხერხულია!“ – პედაგოგების ნაწილისთვის მასწავლებლის სტატუსის არქონის თემა პარლამენტში ისევ წამოიჭრა
by ARIS.GE-განათლება