„სასწავლო გრანტის გაგრძელებაცა და თანადაფინანსების პროცენტიც ბაკალვრიატის შეფასებებთან უნდა იყოს კავშირში“
სტუდენტთა დაფინანსების წესის ცვლილებას პარლამენტში მიესალმებიან. განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ არსებული მოდელი ახალგაზრდებში სწავლის სტიმულის გაღვივებას ხელს არ უწყობს. მისი აზრით, გრანტის გაგრძელების ვადაცა და ოდენობაც ყოველწლიურად, სტუდენტის დამსახურების მიხედვით უნდა განისაზღვრებოდეს.
“მინისტრის პოზიციას ვეთანხმები, რადგან დღევანდელი სისტემა სწავლის პროცესში აკადემიური მოსწრებისათვის მოტივაციის ხელშემწყობი არ არის. როდესაც აბიტურიენტი 4 წლის ვადით დაფინანსების გარანტიას იღებს იმის მიუხედავად თუ რა შედეგებს აჩვენებს წლიდან წლამდე, რა თქმა უნდა, მოტივაციისათვის ნეგატიურია.
„კურსიდან კურსზე გადასვლისას კონკრეტული ზღვრები უნდა დაწესდეს, რომელიც სტუდენტს საშუალებას მისცემს არსებული დაფინანსება შეინარჩუნოს. სასწავლო გრანტის გაგრძელებაცა და თანადაფინანსების პროცენტიც ბაკალვრიატის დონეზე შეფასებებთან გარკვეულ კორელაციაში უნდა იყოს. ესაა პრაქტიკა, რომელიც ყველა წარმატებული ქვეყნის წარმატებულ უნივერსიტეტშია დანერგილი,“ – განუცხადა მარიამ ჯაშმა EDU.ARIS.GE-ს.
მოგეხსენებათ, დღეს განათლებისა და მეცნიერების განვითარების სტრატეგიული გეგმის წარდგენაზე განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ 2017 წლიდან სტუდენტთა დაფინანსების წესი შეიცვლება. კერძოდ, მისი თქმით, აკადემიური მოსწრება ყოველწლიურად დაფინანსების მოპოვებისათვის გადამწყვეტი უნდა იყოს და აბიტურიენტი მხოლოდ ეროვნული გამოცდების შედეგებით ოთხწლიან გრანტს არ უნდა იღებდეს.
აბიტურიენტი ეროვნული გამოცდით 4 – წლიან გრანტს ვეღარ მოიპოვებს – ინტერვიუ მინისტრთან
„ნუცას სკოლა“ უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობა გაგვეზარდა – ატესტატის გაცემის პრინციპი უსამართლოა
-
რის მიხედვით მოიმატებს მომდევნო წლებში პედაგოგის ხელფასი – მინისტრი ამბობს, რომ მასწავლებლებმა იცოდნენ, 2026 წელს მათი ხელფასი არ გაიზრდებოდა
by ARIS.GE-განათლება
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
„სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება“ – ახალი გადაწყვეტილება
by ARIS.GE-განათლება