სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე 3 მილიონ ლარზე მეტი იქნება- 2024-2025 სასწავლო წელი
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2024-2025 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობა და ოდენობა დამტკიცდა.
პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით დღეს გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, რომ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით 2024-2025 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვრა 3 200 000 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება სასწავლო გრანტის ოდენობებს საგანმანათლებლო პროგრამების (ამ შემთხვევაში საგნების) მიხედვით, 2024-2025 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა შემდეგი ოდენობების მიხედვით:
თუ რა უნდა გაითვალისწინონ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა და ასევე პროგრამაზე სწავლის მსურველებმა, იხილეთ დადგენილების დოკუმენტი
-
ქვედაკაბა მუხლამდე და გრძელი, შარვალი და პიჯაკი – ცნობილია, როგორი იქნება სასკოლო ფორმები ახალი სასწავლო წლიდან (ესკიზები)
by ARIS.GE-განათლება
-
„არ ეჩვენებინოთ პროგრამა, სტანდარტი, რომლის საფუძველზეც სახელმძღვანელოები იწერება, ეს აქამდე არავის უკადრია“
by ARIS.GE-განათლება
-
გაურკვევლობა და პრობლემები სასკოლო სახელმძღვანელოების გარშემო – „მსგავსი ქაოსი არ მახსენდება“
by ARIS.GE-განათლება
