GE

სასწავლო პროცესის აღდგენის შესაძლო გადავადების საკითხზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტება გააკეთა

“ჯერჯერობით სასაწვალო პროცესის დაწყების გადავადებაზე რეკომენდაცია არ არის”, – ამის შესახებ თამარ გაბუნიამ დღეს გამართული მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“ჯერჯერობით, რეკომენდაციას, სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ იძლევა, ანუ ყველაფერი განხორციელდება ისევე, როგორც ეს დაგეგმილი იყო. თუ დადგა ამის საჭიროება, რა თქმა უნდა, საბჭო ამ საკითხს დაუბრუნდება”, – განმარტა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9,63 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 9,53 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 8,1 პროცენტი. დღეს „კოვიდ-19“ 5 486 პირს დაუდასტურდა, 2 893 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 46 კი გარდაიცვალა. გუშინ, 10 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 2 953 შემთხვევა გამოვლინდა, 1 085 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 31 კი გარდაიცვალა.

ასევე იხილეთ:

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 12-15 წლის მოზარდებში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება დაუშვა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური