სახელმწიფო ენის ექსპერტებმა ქართულ ენაზე რამდენიმე ქვეყნის სახელწოდება შეცვალეს – სწორი ფორმები
2024 წლის მარტის თვეში საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა სახელების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღო.
კერძოდ, საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ექსპერტთა კომისიის გადაწყვეტილებით:
„ბელორუსია“ შეიცვალა სახელწოდებით „ბელარუსი“;
„ჩერნოგორია“ შეიცვალა სახელწოდებით „მონტენეგრო“;
„მოლდავეთი“ შეიცვალა სახელწოდებით „მოლდოვა“.
კიდევ ერთი ცვლილება, შეეხო კოლუმბიას და შეიცვალა სახელწოდებით „კოლომბია“.
ენის დეპარტამენტი გადაწყვეტილებებს დეტალურად განმარტავს და მაგალითად კოლომბიის შესახებ ასეთ არგუმენტს ასახელებს:
“კოლომბიის რესპუბლიკის მთავრობამ მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ქვეყნის სახელად „კოლუმბიის“ ნაცვლად დამკვიდრდეს „კოლომბია“ (Colombia [koˈlombja]).
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მომართვის საფუძველზე სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიამ იმსჯელა კოლუმბიის რესპუბლიკის ქართულ ენაზე სახელწოდების შეცვლის თაობაზე და მიიღო გადაწყვეტილება, რომ შემოღებულ იქნეს მისი ავთენტიკური სახელწოდება – „კოლომბიის რესპუბლიკა“.
მართებულია: კოლომბია, კოლომბიელი და კოლომბიური.
ენის დეპარტამენტმა გადაწყვეტილება მიიღო გადაწყვეტილება ისრაელისა და მისგან ნაწარმოები სახელების მართლწერის თაობაზეც.
კერძოდ, ისრაელი ქართული სალიტერატურო ენის ნორმების მიხედვით, არის თანხმოვანფუძიანი უკუმშველი გეოგრაფიული სახელი და იბრუნვის ამგვარად:
სახ. ისრაელ-ი
მოთხ. ისრაელ-მა
მიც. ისრაელ-ს
ნათ. ისრაელ-ის
მოქმ. ისრაელ-ით
ვით. ისრაელ-ად
წოდ. ისრაელ-ო
ისრაელიდან წარმოქმნილი სახელებია: ისრაელ-ელ-ი და ისრაელ-ურ-ი. ქართული
სალიტერატურო ენის ნორმათა შესაბამისად, იბრუნვის ამგვარად:
სახ. ისრაელ-ელ-ი ადამიან-ი; ისრაელ-ურ-ი პურ-ი
მოთხ. ისრაელ-ელ-მა ადამიან-მა; ისრაელ-ურ-მა პურ-მა
მიც. ისრაელ-ელ ადამიან-ს; ისრაელ-ურ პურ-ს
ნათ. ისრაელ-ელ-ი ადამიან-ის; ისრაელ-ურ-ი პურ-ის
მოქმ. ისრაელ-ელ-ი ადამიან-ით; ისრაელ-ურ-ი პურ-ით
ვით. ისრაელ-ელ ადამიან-ად; ისრაელ-ურ პურ-ად
წოდ. ისრაელ-ელ-ო ადამიან-ო; ისრაელ-ურ-ო პურ-ო
რაც შეეხება ქვეყნების: ბელარუსი, მონტენეგრო, მოლდოვა სახელწოდებების ასე დადგენის განმარტებებს, ენის ექსპერტთა თქმით ასეთია:
ბელორუსიას ბელარუსით შეცვლის მიზეზი:
ჩერნოგორიის მონტენეგროთი შეცვლის მიზეზი:
მოლდავეთის მოლდოვათი შეცვლის მიზეზი:
ასევე იხილეთ:
- ზედსართავი და რიცხვითი სახელების მართლწერა – სავარჯიშოები მეცადინეობისათვის by განათლებული ბლოგი
- სახელთა კუმშვასა და კვეცასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები და სავარჯიშოები მეცადინეობისათვის by გრამატიკული ცნობარი
- არსებითი სახელის მართლწერასთან დაკავშირებული საკითხები და სავარჯიშოები მეცადინეობისათვის by გრამატიკული ცნობარი