GE

სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი განახლდა – მინისტრის ბრძანება

2022 წლის აბიტურიენტებისთვის ე.წ უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი განახლდა.

საქართველოს განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის 11 ნოემბერს გამოქვეყნებული ბრძანებით, ცვლილება შევიდა ბრძანებაში, რომლის თანახმადაც, 2021-2022 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო/ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების ის პროგრამული მიმართულება/მიმართულებები, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო.

ცვლილებების შემდეგ, პროგრამების ჩამონათვალი უნივერსიტეტების მიხედვით, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს ასე გამოიყურება:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: ქართული; ფილოლოგია; ისტორია; არქეოლოგია; ფილოსოფია; დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამა; მათემატიკა; ფიზიკა; ქიმია; ბიოლოგია; ეკონომიკა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: მშენებლობა; ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია; არქიტექტურა; მათემატიკა; საინჟინრო ფიზიკა; აგრარული ტექნოლოგიები; სასურსათო ტექნოლოგია; სატყეო საქმე; აგროინჟინერია; მეცხოველეობა; აგრონომია; ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია; ქიმია; მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია; სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია; სამთო და გეოინჟინერია; საინჟინრო გეოდეზია; გეოლოგია; საინჟინრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა; მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტ-ინჟინერინგი; ბიოსამედიცინო ინჟინერია; მეტალურგია; მასალათმცოდნეობა; მევენახეობა და ენოლოგია; მთის მდგრადი ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი; მთიანი რეგიონების ორგანული ფერმერული სისტემების მართვა; ბუნებრივი საფრთხეები, მდგრადი გარემო და დაცვა; მთის სოფლის გარემოს მდგრადი განვითარება; ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია; გარემოსდაცვითი ინჟინერია; ციფრული სატელეკომუნიკაციო სისტემები; ტრანსპორტი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: ჰუმანიტარული მეცნიერებები: ქართული ფილოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა); ჰუმანიტარული მეცნიერებები: ისტორია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა); ჰუმანიტარული მეცნიერებები (არქეოლოგია); ფილოსოფია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა); დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლების (I-VI კლასები) ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა; მათემატიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა); ფიზიკა; არქიტექტურა; ბიოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა).

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი: ქართული ენა და ლიტერატურა; არქეოლოგია; ისტორია; მათემატიკა; ბიოლოგია; ეკონომიკა; მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა (დაწყებითი განათლება); ელექტრული ინჟინერია; მშენებლობა; აგრონომია; აგრონედლეულის კვების პროდუქტების ტექნოლოგია და ექსპერტიზა; ტექნიკური სისტემები და ტექნოლოგიები აგრობიზნესში; საკვები პროდუქტების ტექნოლოგია და უვნებლობა; გერმანული ენა და ლიტერატურა; ფრანგული ენა და ლიტერატურა; აღმოსავლური ფილოლოგია; ეკოლოგია; გეოგრაფია; გამოყენებითი ბიომეცნიერებები (ბიოტექნოლოგიები); სატრანსპორტო საშუალებების სერვისი და ექსპერტიზა; გამოყენებითი დიზაინი; ფარმაცევტული და კოსმეტიკური ტექნოლოგიები გარემოს დაცვის ინჟინერია და გამოყენებითი ეკოლოგია.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი: ისტორია; ქართული ფილოლოგია; ინგლისური ფილოლოგია; დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ინტეგრირებული პროგრამა; ეკონომიკა; ინფორმაციული ტექნოლოგიები; აგრონომია; ეკოლოგია; საჯარო მმართველობა; ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი: დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა; ისტორია; ქართული ენა და ლიტერატურა; ბიოლოგია; სასურსათო ტექნოლოგია; აგრონომია; ეკონომიკა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი: ეკონომიკა; ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა; მშენებლობა; აგრარული ტექნოლოგიები; ქართული ფილოლოგია; ისტორია; ბიოლოგია; ქიმია; ფიზიკა; მათემატიკა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი: მათემატიკა; ქიმია; ბიოლოგია; ფიზიკა; ქართული ფილოლოგია; არქეოლოგია; ისტორია; აფხაზური ფილოლოგია; დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ეკონომიკა.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი: ისტორია; ქართული ფილოლოგია; ინგლისური ფილოლოგია; საჯარო მმართველობა.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი: ქართული ფილოლოგია; ინგლისური ფილოლოგია; ისტორია; ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა; ბიოლოგია; ეკონომიკა; საჯარო მმართველობა; ინფორმაციული ტექნოლოგიები.

მინისტრის ბრძანება უკვე ძალაშია და მისი სრული ვერსიის სანახავად გადადით ბმულზე.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური