GE

საზაფხულო არდადეგები და მისი გავლენა მოსწავლეების მიერ მიღებული ცოდნის ხარისხზე

მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის სასწავლო სისტემაში საშინაო დავალება სწავლების ერთერთი შემადგენელი ნაწილია. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. დავალებები და მათი სარგებლიანობა აქტუალობას საზაფხულო არდადეგების წინ იძენს.

მშობლებსაც და მასწავლებლებსაც უჩნდებათ კითხვა – როგორ უნდა გაატარებინონ მათ შვილებს ან მოსწავლეებს დასვენების თვეები მაქსიმალურად ნაყოფიერად, რა ტიპის ლიტერატურა უნდა შეურჩიონ, რა დავალებები უნდა მისცენ, რათა მოზარდებმა სწავლა-განათლების მიღების ციკლის უწყვეტობა ზაფხულის 3 თვის განმავლობაშიც არ ჩააგდონ.

რა ვითარებაა ამ კუთხით საქართველოში? რა დამოკიდებულება აქვთ საკითხზე განათლების სპეციალისტებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და მოსწავლეებს;  რა უარყოფით შედეგი შეიძლება მივიღოთ არასწორად შერჩეული საშინაო დავალების გამო?  – აღნიშნულის შესახებ Aris.ge-განათლებასთან ყველა დაინტერესებული მხარე საუბრობს.

განათლების სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ თუკი საზაფხულო არდადეგებს მოზარდები წიგნებისა და საგანმანათლებლო საქმიანობისგან სრულიად იზოლირებულად გაატარებენ, ეს იმას გამოიწვევს, რომ ჯერ ერთი გასული სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნის ხარისხი იკარგებაავიწყდებათ სასკოლო პროგრამა და მეორე და ყველაზე მთავარიბავშვები იმდენად ეჩვევიან თავისუფალ რეჟიმს, ახალი სასწავლო წლიდან უკვე უჭირთ საგანმანათლებლო რიტმში დაბრუნება, რაც მათი სწავლის ცუდი ხარისხით ვლინდება.

10868070_847371765325716_8998655207455827300_nთემაზე მუშაობისას Aris.ge-განათლება 177-ე საჯარო სკოლის დირექტორს ლია გაბინაშვილს ესაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე არ არსებობს კონკრეტულად გაწერილი გეგმა და სამუშაო მასალის ჩამონათვალი, რომლის შესრულებაც მოსწავლეს საზაფხულო არდადეგებისას ევალება. თუმცა, როგორც გაბინაშვილმა Aris.ge-განათლებას უთხრა, კონკრეტული კლასის ხელმძღვანელები, ან ამათუიმ საგნის პედაგოგები, საკუთარი ინიციატივით ცდილობენ ხოლმე, რომ მოზარდებს მათთვის საინტერსო და მარტივად შესასრულებელი დავალებები მისცენ.

ამასთან, 177- საჯარო სკოლის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ბევრად ეფექტურია, როდესაც ბავშვებს არასასკოლო ლიტერატურის გაცნობას ავალებენ, რადგან მათთვის ასეთი ტიპის სამუშაო ბევრად საინტერესოა.

მასწავლებლები არასასწავლო პროგრამიდან ირჩევენ ხოლმე კლასგარეშე ლიტერატურას სხვადასხვა კლასის და მოსწავლეების შესაძლებლობების გათვალისწინებით და უწევენ რეკომენდაციას საზაფხულო არდადეგებისთვის. რაც შეეხება საკითხსარის თუ არა ეს სავალდებულოსავალდებულო არ არის, იმდენად, რამდენადაც მსგავსი მოთხოვნა ჯერჯერობით ჩვენამდე არ მოსულა. ეს დამოკიდებულია პედაგოგებზე და კლასის ხელმძღვანელებზე“,- განუცხადა Aris.ge-განათლებას ლია გაბინაშვილმა.

საშინაო დავალება სწავლასწავლების ნაწილია, იქნება ეს წერილობით შესასრულებელი, თუ ზეპირად სასწავლიკვლევებით დადგენილია, რომ საშინაო დავალებების შესრულება ყველაზე შედეგიანია უფროსკლასელებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამას კვირში 5-10 საათს უთმობენ. იმავეს თქმა შეიძლება საბაზისო საფეხურის მოსწავლეებზეც. ამ დროს ხდება ისეთი მნიშვნელოვანი უნარების განვითარება, როგორიცაა მიზანმიმართულობა და ორგანიზებულობა.

სიღრმისეული სწავლისა და მოსწავლეთა პროგრესის შეფასების მნიშვნელოვან კომპონენტს საშინაო დავალება წარმოადგენს. არის თუ არა საშინაო დავალება ეფექტიანი? ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვნად დადებითი ან უარყოფითი პასუხი არ არსებობს.

downloadსაკითხზე Aris.ge-განათლებას განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების დეპარტამნტის ყოფილ ხელმძღვანელი, ამჯერად კი კერძო სკოლის დირექტორი ნინო კვიტაიშვილი  ესაუბრა.

თანამედროვე განათლების აკადემიის დირექტორი ფიქრობს, რომ თითოეული პედაგოგი ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობიდან და საჭიროებიდან გამომდინარე უნდა იძლეოდეს რეკომენდაციას, თუ რა მიმართულებით უნდა იმუშაოს მოზარდმა ხანგრძლივი დასვენების პერიოდში.

მისივე თქმით,  არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არდადეგები დასვენებისათვის განკუთვნილი დროა და ბავშვი ზედმეტად არ უნდა გადაიტვირთოს.

ეროვნული სასწავლო გეგმით, საზაფხულო თუ ზამთრის არდადეგებზე მოსწავლეთათვის მისაცემი დავალებები განსაზღვრული არ არის. დასვენების პერიოდში ბავშვს  აქვს თამაშის, გართობის, დასვენების უფლება და შესაბამისად, მიუხედავად იმისა, მეცადინეობს თუ არა ის ზაფხულში, მუდმივად იძენს ახალ ცოდნას, გამოცდილებას და ივითარებს უნარებს. მოზარდისათვის სწავლის, შემეცნების პროცესი საინტერესო და სახალისო უნდა იყოს და არა ვალდებულება ან იძულება“,- განუცხადა Aris.ge-განათლებას ნინო კვიტაიშვილმა.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის დირექტორი, განათლების საკითხების სპეციალისტი შალვა ტაბატაძე კი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმა საკმაოდ პრობლემატურია, რადგან ერთერთი ყველაზე მოკლე სასწავლო წელია  და ზაფხულის არდადეგებიც საკმაოდ ვრცელია, ეს კი სასწავლო წლის განმავლობაში მოზარდების მიერ მიღებულ ცოდნას ხარისხს უკარგავს. ტაბატაძე ფიქრობს, რომ ცოდნის ხარისხის შესანარჩუნებლად  ზაფხულის არდადეგების გაყოფა და გადანაწილება უკეთესი იქნება.

6313_10151693564881322_1334687384_n „მნიშვნელოვანი საკითხია, თუ ვისთვის არის ყველაზე პრობლემატური ზაფხულის არდადეგები და ვინ განიცდის ყველაზე დიდ ჩავარდნას: () ეთნიკური უმცირესობათა მოსწავლეები, რომელთათვის სახელმწიფო ენა არ არის მშობლიური ენა და ისინი ზაფხულის პერიოდში სრულიად ეთიშებიან სახელმწიფო ენის გამოყენების შესაძლებლობებს; () ამავე კონტექსტში პრობლემატურია უცხო ენის სწავლების თვალსაზრისითაც, ამ შემთხვევაშიც მოსწავლეები კარგავენ იმ ერთადერთ უცხოენოვან გარემოს, რომელიც სკოლაში იქმნება; () ეს ჩავარდნა განსაკუთრებით პრობლემატურია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთათვის, რომელთაც მუდმივი სწავლება ესაჭიროებათ და მათი დანაკარგი ზაფხულის არდადეგების პერიოდში გაცილებით დიდია; () დაბალი სოციალურეკონომიკური და სტატუსის მქონე ოჯახების ბავშვებისთვის, რადგან ასეთი ოჯახები ზაფხულის პერიოდში ხელს ვერ უწყობენ ბავშვების განვითარებას“,- განაცხადა შალვა ტაბატაძემ Aris.ge-განათლებასთან საუბრისას.

მისივე თქმითშესაძლებელია, სასწავლო წლის ხანგრძლივობა არ გაიზარდოს, მაგრამ არდადეგების გადანაწილება თანაბრად მოხდეს და ყველაზე დიდი წილი არ მოდიოდეს ზაფხულის პერიოდზე.

ამ შემთხვევაში სკოლებს შეუძლიათ საკუთარი კლიმატური პირობებიდან, გეოგრაფიული მდებარეობიდან და ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე დაგეგმონ სასწავლო წელი და ამავე დროს, გაითვალისწინონ ზაფხულის არდადეგების ხანგრძლივობის პრობლემები მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე“,- აცხადებს ტაბატაძე.

რაც შეეხება საზაფხულო სამეცადინო მასალას და მის გაწერას ეროვნულ სასწავლო გეგმაში, შალვა ტაბატაძის თქმით, ეს არის საკმაოდ ინდივიდუალური და თითოეულ მოსწავლეს ესაჭიროება ინდივიდუალური მიდგომა, მათ შორის, საკითხავი ლიტერატურის შერჩევისას, ამ მოსწავლის კითხვის დონის და, ინტერესების და კითხვის უნარების განვითარების საჭიროებიდან გამომდინარე.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლებმა ინდივიდუალურად შეძლონ განუსაზღვრონ მოსწავლეებს ზაფხულის პერიოდში წასაკითხი ლიტერატურა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ პრობლემატური უფრო მათემატიკური მიმართულებაა და მასწავლებლები მხოლოდ საკითხავის მიცემით თუ არ დაკმაყოფილდებიან და აგრეთვე გარკვეულ ინდივიდუალურ დავალებებს მისცემენ მოსწავლეებს მათემატიკური ცოდნისა და უნარების შესანარჩულენებლად იქნება ძალიან კარგი და ეს დავალებები ყოველდღიურ ყოფით ცხოვრებას დაეფუძნება. ცალკე საკითხია უცხო ენისა და ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელთა მიერ საზაფხულო არდადეგებისას მისაცემი დავალებები. აქაც მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ კვლევის შედეგები და საზაფხულო პერიოდისთვის შეეცადონ მოსწავლეებს მისცენ შესაძლებლობა, რომ ისინი მეტნაკლებად კვლავ იყვნენ ჩართულნი მათთვის უცხოენოვან გარემოში. აქ შესაძლებელია, როგორც საკითხავი ლიტერატურის, აგრეთვე გასართობი და საბავშვო ჟურნალების, ტელეგადაცემების, ფილმების, სპორტული ღონისძიებების და სხვა მრავალი მასალის შეთავაზება ზაფხულის პერიოდისთვის“,- აღნიშნა ტაბატაძემ.

საზაფხულო არდადეგები  ერთ-ერთი სერიოზული და მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან კვლევები აჩვენებს, რომ მოსწავლეებს აქვთ მნიშვნელოვანი რეგრესი და გაურესება საზაფხულო არდადეგების შემდგომ, შესაბამისად, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პრობლემის კარგად გააზრება. ბოლო კვლევების თანახმად, რომ ზაფხულის პერიოდში მოსწავლეებში მნიშვნელოვანი პრობლემები ჩნდება  და  ათვისებული მასალა თუ შეძენილი უნარები ავიწყდებათ.  ამერიკის შეერთებულ  შტატებში ჩატარებული კვლევის  მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლეებს ყველაზე მეტი პრობლემა უჩნდებათ მათემატიკის მიმართულებით.

მკვლევარების აზრით, საშინაო დავალების ეფექტურობა დამოკიდებულია მოსწავლეების ასაკზე. კარგად არის ცნობილი, რომ ასაკის მატებასთან ერთად იზრდება მოსწავლის ყურადღების კონცენტრაციისა და დამოუკიდებლად სწავლის უნარიც.

გიორგი არის© ხურცია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური