GE

სენ-სირის სამხედრო სკოლის ოთხი მსმენელი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტაჟირებას გაივლის

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ერთთვიანი სტაჟირება სენ-სირის სამხედრო სკოლის ოთხმა მსმენელმა დაიწყო.

სტაჟირების ფარგლებში, მსმენელებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა აკადემიური, სამხედრო და კულტურული ღონისძიებები. ისინი ესტუმრებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისს, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-ს, ეროვნულ სასწავლო ცენტრ კრწანისს, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს.

აღნიშნული სტაჟირება საქართველოსა და საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური